Thursday, May 10, 2012

„ანტოსი“ - ახალი სატვირთო „მერსედეს-ბენცი“


Mercedes-Benz to Extend Truck Family with New Antos
10 მაისი
„მერსედეს-ბენცის“ კომერციული ავტომობილების დივიზიონმა თავისი ახალი სატვირთო ავტომობილის სახელი გამოაცხადა და მისი პირველი ესკიზებიც გაავრცელა. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა სექტემბერში, კომერციული ავტომობილების შოუზე გაიმართება.

გერმანული კომპანიის რელიზში ნათქვამია, რომ „ანტოსის“ სამოდელო სერია, სპეციალურად იმ მძიმე სატვირთო ავტომობილებისთვისაა შემუშავებული, რომლებსაც საშუალო მანძილზე გადაზიდვებისთვის იყენებენ. „მერსედეს-ბენცის“ განმარტებით, ასეთი ავტომობილები მეტწილად საკვები პროდუქტების რეგიონული ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.
გარეგნულად, „ანტოსი“ მასზე დიდსა და პოპულარულ „აქტროსს“ ჰგავს, რომელსაც „მერსედეს-ბენცი“ თავის კლიენტერს შორეული გადაზიდვებისთვის სთავაზობს. ამასთან, „აქტროსის“ მარკით გამწევ სატვირთო ავტომობილებს აწარმოებს.
„ანტოსის“ მარკის სატვირთოების კაბინის სიგანე 2.30 მეტრი იქნება და მას მოკლე და საშუალო ზომის ვერსიებზე უცვლელად გამოიყენებენ. გარდა ამისა, იმავე პლატფორმის გამოყენება პლატფორმულ სატვირთოებსა და გამწევ სატვირთოებზეც იგეგმება. ამ უკანასკნელის ბორბლებს შორის ბაზა შეიძლება იყოს სულ რაღაც 2650 მილიმეტრი და მაქსიმუმ, 6700 მილიმეტრი.
რაც შეეხება ძრავებს, სამქიმიანები „ანტოსისთვის“ ფართო გამას გამოიყენებენ. მასში სულ ევრო VI-ის შესაბამისი 13 აგრეგატი შედის, რომელთა სიმძლავრეც 239-დან 510 ცხენის ძალამდეა.

No comments:

Post a Comment