Thursday, May 10, 2012

იაპონური სათამაშო ტრანსფორმერი (ვიდეო)


Japanese man makes the best Transformers model we've ever seen
10 მაისი
ფილმი ტრანსფორმერები ვის არ უნახავს. ალბათ წარმოდგენაც კი ძნელია იმისა, თუ რა მექანიზმი უნდა ჰქონდეს მანქანას, რომელიც წამებში ლითონის მონსტრად გარდაიქმნება. მაგრამ ზოგს ფანტაზიის იმდენად მდიდარი უნარი აქვს, რომ არამხოლოდ წარმოუდგენია, არამედ მსგავს სტრუქტურებს, ტანაც მასშტაბური მოდელის სახით, თავად ქმნის...

ერთი ასეთი ენთუზიასტი იაპონელია (სამწუხაროდ, ინტერნეტ გამოცემა autoblog.com მის სახელსა გვარს არ გვამცნობს), რომელსაც მინი ტრანსფორმერების მთელი ოჯახი აქვს შექმნილი და მათს კონსტრუქციას თანდათან ხვეწს. უკვე რვა მოდელი შეუქმნია, რომელთაგან ბოლოზე 22 ცალი სერვომოტორი გამოუყენებია. რა გამოუვიდა, ამას ვიდეოზე ნახავთ, რომლიდანაც გაიგებთ, რომ უცნაური გატაცების მქონე კონსტრუქტორი უკვე მეცხრე ტრანსფორმერსაც ქმნის. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო უკეთესს...
სახალისოა autoblog.com-ის ნიუსის ავტორის რეზიუმე-მოთხოვნა: შეწყვიტეთ მფრინავი ავტომობილის სერიულ წარმოებაზე ზრუნვა და მთელი რესურსები ამ იაპონელი კაცის ტრანსფორმერების სერიულ წარმოებაზე მიმართეთო...


ვიდეო

No comments:

Post a Comment