Kamui Kobayashi eyeing Monaco Grand Prix podium
18 მაისი
კამუი კობაიაშის მიაჩნია, რომ „ზაუბერს“ მონაკოში
კვარცხლბეკისტვის ბრძოლის უნარი შესწევს. ამის იმედს კი ის ფაქტი აძლევს, რომ
მუჯელოს ტესტების შემდეგ, მანქანა გაცილებით კონკურენტუნარიანი გახდა. ამის
დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ იაპონელმა პილოტმა, მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონას
რბოლა მეცხრე ადგილიდან დაიწყო (ამის მიზეზი, კვალიფიკაციის რბოლისას ჰიდრავლიკურ
სისტემაში წარმოქმნილი უწესივრობა გახდა), ფინიშს მეხუთემ უწია.
„ვფიქრობ, ჩვენი მანქანა მონაკოში უკეთ იმუშავებს.
გასულ სეზონთან შედარებით, ის ნელ მოსახვევებს გაცილებით უკეთ გადის. შარშან
მონაკოში მეხუთე ვიყავი. ასე რომ, ამჯერად უკეთესი შედეგის იმედი მაქვს. თუმცა,
მონაკოში საუკეთესო მანქანითაც რომ იყო, ბევრი რამ მაინც პილოტზეა დამოკიდებული,
რომელსაც წამის რამდენიმე მეათედის მოგება შეუძლია“, - ამბობს კობაიაში.
იაპონელი მრბოლის აზრით, ის ფაქტი, რომ ამ სეზონში გუნდების
შესაძლებლობები გათანაბრებულია, წარმატების იმედს იძლევა. ამის დასტურია ისიც, რომ
პირველ ხუთ ეტაპზე, ხუთი განსხვავებული გუნდის პილოტებს აქვთ გამარჯვებები. ამიტომ,
თუ „ზაუბერი“ კარგად იმუშავებს, კარგი შედეგი რეალურია.
„გასულ ხუთ რბოლაში, ხუთმა განსხვავებულმა მრბოლმა
მოიგო. ამიტომ, თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ გამორიცხული არაფერია. ამ სეზონში
ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ კარგი მანქანა გვყავს, რაც კარგი შედეგების
შანსებს ზრდის. რა თქმა უნდა, შედეგები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. წარმატებისთვის
აუცილებელია, რომ სარბოლი უქმეების დროს, უშეცდომოდ ვიმოქმედოთ. და მე სწორედ ამას
ვაპირებ მონაკოში“, - დასძენს იაპონელი.
მისი
თქმით, მოდიფიცირების შემდეგ, მანქანა გაცილებით უკეთაა დაბალანსებული და მოსახვევებს
უკეთ გადის. იგივეს ამბობს სტაბილურობაზე. თუმცა დასძენს, რომ სტაბილურობა ხშირად ტრასის
მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
No comments:
Post a Comment