Sergio Perez says 2011 Monaco crash made him
stronger
18 მაისი
სერხიო პერესი ამბობს, რომ მონაკოს დიდი პრიზის
კვალიფიკაციაზე შარშან განცდილი ძლიერი ავარიის მიუხედავად, ქალაქის ტრასაზე უფრო
ძლიერ მრბოლად ბრუნდება. მექსიკელმა მრბოლმა შარშან კვალიფიკაციის მესამე
სეგმენტში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, მაგრამ შემდეგ, გვირაბიდან გამოსვლისას, როგორც
კი დამუხრუჭება სცადა, თავის „ზაუბერზე“ კონტროლი დაკარგა. მანქანა ტრასის
მარჯვნივ მდებარე კედელს დაეჯახა, დატრიალდა და შიკეინის დასაწყისში არსებულ ბარიერს
შეასკდა.
ავარიის შედეგად, პერესმა ტვინის შერყევა მიიღო,
რის გამოც, არამხოლოდ მონაკოს დიდი პრიზის, არამედ ორი კვირის შემდეგ, კანადური
ეტაპის გამოტოვებაც მოუხდა. ამ ისტორიას რომ იხსენებს, პერესი ამბობს, რომ ამ
ყველაფერმა უფრო ძლიერ მრბოლად ჩამოაყალიბა. ამის წყალობით კი, მონტე კარლოს წლევანდელ
რბოლაში ის უფრო თავდაჯერებული გამოვა.
„ეს
დიდი პრიზი ჩემთვის განსაკუთრებულია. მონაკოს დიდი პრიზზე რბოლას მთელი ცხოვრება
ველი და ახლა ეს ოცნება ამისრულდება. შარშან მომხდარის შემდეგ კი ეს მოლოდინი კიდევ
უფრო გამიძლიერდა. მჯერა, ამ ტრეკზე მრბოლს უფრო შეუძლია თავის შესაძლებლობათა
გამოვლენა, ვინმე სადმე სხვაგან. ჩვენი გუნდი კარგ ფორმაშია და ვეცდები, ეს მონაკოში
გამოვიყენო. მითუმეტეს, მანქანა ამ ტრასაზე კონკურენტუნარიანი იქნება. რა თქმა
უნდა, შარშანდელი ავარია მახსოვს და მასზე ხშირად ვფიქრობ. ჩემთვის ეს გარდატეხის
მომენტი იყო. ჩემი კარიერა ორ ნაწილად შეიძლება დავყო - ამ ავარიამდე და მის შემდეგ.
იმ ავარიამ ბევრი რამ მასწავლა და ახლა გაცილებით ძლიერი მრბოლი ვარ. ძალიან
მინდა, ყველას ვუჩვენო, რისი გაკეთება შემიძლია მონტე კარლოში“, - ამბობს მექსიკელი.
No comments:
Post a Comment