Dacia Expands Range with New Dokker Van in
Passenger and Commercial Flavors
18 მაისი
„რენოს“ ჯგუფის დაბალფასიანი ავტომობილების
მწარმოებელი ბრენდი „დაჩია“, საწარმოო პროგრამას თანდათან აფართოებს. ახლახანს,
კასაბლანკას (მაროკო) მოტორ შოუზე, რუმინულმა კომპანიამ თავისი სრულიად ახალი
ავტომობილი - „დოკერი“ წარადგინა. ეს ავტომობილი შეიძლება იყოს როგორც ხუთადგილიანი
სამგზავრო, ასევე კომერციული გადამზიდი.
მართალია, გამოფენაზე „დოკერის“ პრემიერა ჩატარდა,
მაგრამ „დაჩიამ“ მის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მაინც არ გაავრცელა.
სავარაუდოდ, ავტომობილი ოთხცილინდრიან დიზელის და ბენზინის აგრეგატებს მიიღებს.
ამასთან, ბენზინის ძრავები მცირელიტრაჟიანი და ეკონომიური იქნება. ამ ძრავებს „დაჩია“
თავის სხვა ავტომობილებზე უკვე იყენებს.
ცნობისათვის,
„დოკერის“ ორივე ვერსიას, ფრანგული კომპანიის ტანჟერის (მაროკო) ქარხანა
გამოუშვებს. ამ ქვეყნის ბაზარზე მისი გაყიდვები მალე დაიწყება, შემდეგ კი მას ევროპის
ზოგიერთ ქვეყანაშიც შეიტანენ.
No comments:
Post a Comment