Friday, May 18, 2012

„მიცუბიში“ პაიკს პიკს ელექტრომობილებით შეუტევს


Mitsubishi Details 2012 Pikes Peak Hill Climb i-MiEV Contenders
18 მაისი
პაიკს პიკის ლეგენდარულ სამთო რბოლაში, „მიცუბიში“ წელს ორი ელექტრომობილით იასპარეზებს. ორივე ავტომობილი i-MIEV სერიისაა. მთგან ერთი პროტოტიპია - „i-MIEV ევოლუშნ“, მეორე კი სერიული მინი ჰეჩბეკი i-MIEV, რომელიც უკვე ორი წელია, ბაზარზე იყიდება.

„i-MIEV ევოლუშნ“ სწორედ პაიკს პიკის ურთულესი სამთო აღმართის დასაპყრობად შეიქმნა. ამასთან, ბევრი კომპონენტი მან სერიული i-MIEV-სგან მიიღო. მაგალითად, ელემენტების ბლოკი და ელექტროძრავი. უფრო სწორედ, სამი მოდიფიცირებული ძრავი, რომლებიც ფოლადის მილებისგან შეკრულ მზიდ ჩარჩოზეა დამაგრებული. მანქანის ძარა კი კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგანაა დამზადებული.
სამი ძრავიდან ერთი წინა ბორბლებს ატრიალებს, დანარჩენი ორი კი - უკანებს. თითოეული ძრავის სიმძლავრე 107 ცხენის ძალაა, ჯამური სიმძლავრე კი 321 ცხენის ძალას აღწევს. „მიცუბიში“ აკუმულატორის მახასიათებლებს არ აქვეყნებს, თუმცა ამ შემთხვევაში, მისი მთავარი მისია, მხოლოდ აღმართის დისტანციის (19.99 კმ) გავლაა.
მანქანა ერთადგილიანია. მისი სიგრძე 4341 მილიმეტრი, სიგანე 1900 მილიმეტრი, სიმაღლე კი 1339 მილიმეტრია. ის 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც 245/40-R18 ზომის საბურავებითაა შემოსილი.
რაც შეეხება მეორე ელექტრომობილს, ის სერიული i-MIEV-ს მცირედ მოდიფიცირებული ვერსიაა. ცვლილებები მხოლოდ მის აეროდინამიკური ელემენტებით აღჭურვაში გამოიხატა. მაგალითად, მასზე ახალი წინა ბამპერი დააყენეს, რომელსაც ქვემოთ ელერონი დაუყენეს. გარდა ამისა, ავტომობილის სალონში უსაფრთხოების ჩარჩო და უსაფრთხოების სხვა ელემენტები ჩააყენეს. ის ერთადერთი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 66 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და უკანა ბორბლებს ატრიალებს.
„i-MIEV ევოლუშნის“ საჭეს სახელოვანი იაპონელი ჰიროში მასუოკა მიუჯდება, პირველი იაპონელი, ვისაც დაკარის რალი მარათონი ზედიზედ აქვს მოგებული. ჰეჩბეკ i-MIEV-ით კი სახელოვან ამერიკელ მრბოლ რობი გორდონის და, ბეკი გორდონი იასპარეზებს, ვისაც ამერიკის უგზოობის სარბოლი სერია „სქორ ინტერნაშნლ“ აქვს მოგებული.
პაიკს პიკის წლევანდელი რბოლა 3-8 ივნის ჩატარდება.

No comments:

Post a Comment