Friday, June 22, 2012

როსბერგი ფ1-ის მანქანების უსაფრთხოებას განმარტავს (ვიდეო)

Nico Rosberg explains why F1 cars are so safe
22 ივნისი
ნიკო როსბერგი და „მერსედეს F1-ის“ ინჟინერთა ჯგუფის დირექტორი ალდო კოსტა ამ ვიდეოში ყვებიან იმაზე, თუ რა განაპირობებს ფორმულა ერთის თანამედროვე მანქანების უსაფრთხოების მაღალ დონეს, რისი წყალობითაც, ისეთი შეჯახებების შემდეგ, რომლებიც ადრე შეიძლება ფატალური შედეგით დასრულებულიყო, პილოტები დამტვრეულ მანქანას ხშირად ტრავმის გარეშეც კი ტოვებენ...
კარბონის კომპოზიტისგან სარბოლი ავტომობილის მონოკოკი პირველმა „მაკლარენმა“ 31 წლის წინათ დაამზადა. სხვა გუნდებს წლები დასჭირდათ, რათა ეს ინვაცია გადაეღოთ, რაშიც მათ (ისევე როგორც მაკლარენს) ავიაკოსმოსური კომპანიების მიმწოდებლები დაეხმარნენ. დღეს ფ1 და კარბონის კომპოზიტი განუყოფლები არიან, სპორტიდან კი ეს მსუბუქი და ძალიან მტკიცე მასალა, ავტოინდუსტრიაშიც ნელ-ნელა მკვიდრდება.
დააკვირდით ქრეშ ტესტს, რომელიც 775-კილოგრამიან სპეციალურ მარხილზე მიმაგრებულ, მანქანის ცხვირის 3.5-კილოგრამიან ნაწილს უტარდება. კონსტრუქცია პრაქტიკულად მთლიანად იშლება და იმავდროულად, შეჯახების ენერგიის დიდ ნაწილს შთანთქავს. ამგვარად, ფრონტალური შეჯახებისას, მისი დაშლის შემდეგ, მონოკოკის იმ ნაწილს, რომელშიც პილოტია მოთავსებული და რომელიც ცხვირზე გაცილებით მტკიცეა, დარტყმის მნიშვნელოვნად შემცირებული ძალის გაძლება მოუწევს...


ვიდეო


ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment