Stefano Domenicali is sure Fernando Alonso and
Sebastian Vettel 'could coexist' at Ferrari
22 ივნისი
„ფერარის“ შეფი სტეფანო დომენიკალი დარწმუნებულია,
რომ ფერნანდო ალონსო და სებასტიან ფეტელი მის გუნდში ერთმანეთს კარგად შეეწყობიან.
ის სჯერა, რომ ორივე პილოტი საკმაოდ ინტელიგენტური პიროვნებაა, რაც მათ ერთად
მუშაობის საშუალებას მისცემს.
„ჩემი აზრით, ორივენი ძალიან ინტელიგენტურები
არიან, რაც მათ შორის საქმიანი და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის საშუალებას
მისცემს“, - ამბობს დომენიკალი და ამ სიტყვებით ახალ სტიმულს აძლევს მოარულ ხმებს
იმის შესახებ, რომ ოდესმე ფეტელს „ფერარის“ კომბინეზონში გამოწყობილს ვიხილავთ.
ფეტელი და ალონსო ამ სეზონში თავიანთი მესამე
ტიტულისთვის იბრძვიან და თუ რომელიმე მათგანი მიზანს მიაღწევს, ის ფ1-ის ისტორიაში
ყველაზე ახალგაზრდა სამგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდება. აღსანიშნავია, რომ
გერმანელს „რედ ბულთან“ კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება და არაა
გამორიცხული, რომ ამის შემდეგ, მართლაც „ფერარიში“ ვიხილოთ.
„ფერარის“ შეფის მოსაზრებას იზიარებს ფ1-ის
კომერციულ უფლებათა განმკარგველი ბერნი ეკლსტოუნიც: „ეს პრობლემა არ იქნება. ორივე
მრბოლი არ ერიდება ახალ გამოწვევებს. ერთ გუნდში ერთად ყოფნა კი ორივესთვის
სერიოზული გამოწვევა იქნება. ორივე საკუთარ თავში დარწმუნებულია და იფიქრებს, რომ თანაგუნდელის
ჯობნას შეძლებს. სტეფანო კი ყველაფერს გააკეთებს, რათა ორივე თანაბარი მხარდაჭერით
უზრუნველყოს. სწორედ ასე მოვიქეცი 1979 წელს, როდესაც „ბრებჰემში“ ნიკი ლაუდა და ნელსონ
პიკე მყავდა. მაშინ მათ ვუთხარი - ბიჭებო, ყველაფერი მარტივადაა - რომელი
თქვენგანიც უფრო სწრაფა, გუნდის პირველი ნომერიც იმ მომენტში ისაა“.
დომენიკალი კი ამბობს, რომ ამჟამად პელოტონში
ყველაზე სწრაფი მრბოლი ალონსოა: „ალონსო ყველაზე სწრაფი მრბოლია. მე ამაში
დარწმუნებული ვარ და ეს ასეა სეზონის დასაწყისიდან. ეს იმ დროს, როდესაც აშკარაა,
რომ ჩვენი მანქანა არც ისე სწრაფია. მართალია, ჩვენ ის გავაუმჯობესეთ, მაგრამ არა
იმდენად, როგორც ვისურვებდით. ყველა მანქანა მეტნაკლებად ერთნაირია, რაც სეზონს
უჩვეულოდ საინტერესოს ხდის“.
შეგახსენებთ,
რომ ჩემპიონატს ლუის ჰამილტონი ლიდერობს, ალონსო მეორეა, ფეტელი კი მესამე
ადგილზეა და ესპანელს ერთი ქულით ჩამორჩება.
ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)
No comments:
Post a Comment