McLaren thinks it may have found a solution for
Jenson Button's problems
22 ივნისი
„მაკლარენში“
თვლიან, რომ მიაგნეს მიზეზს, რომელიც ჯენსონ ბატონის ჩავარდნის მიზეზი გახდა.
ბრიტანული გუნდის ტექნიკური ანალიტიკოსები თვლიან, რომ მიზეზი მანქანის მომართვის
ნიუანსებშია, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბრიტანელ მრბოლი,
სეზონის პირველ რბოლაში გამარჯვების შემდეგ, პელოტონის შუაგულში აღმოჩენილიყო.
ბატონმა ავსტრალიაში გაიმარჯვა, ჩინეთში მეორე იყო,
მაგრამ შემდეგ პრობლემები დაეწყო და ახლახანს, კანადაში მე-16 ადგილი დაიკავა. და
ეს მაშინ, როდესაც მისმა თანაგუნდელმა ლუის ჰამილტონმა გაიმარჯვა. ყოველივეს გამო,
თუ სეზონის დასაწყისში ბატონი ლიდერი იყო, ახლა ახლა მერვეზეა და ჰამილტონს 43 ქულით
ჩამორჩება.
„მაკლარენის“ ოპერაციების დირექტორი საიმონ რობერტსი
ამბობს, რომ კანადაში საქმე ისე გართულდა, რომ გუნდმა პრობლემის არსში სასწრაფოდ
გარკვევა გადაწყვიტა:
„კანადაში საინტერესო ფაქტის მომსწრენი გავხდით.
ორივე მრბოლის განკარგულებაში ფაქტობრივად, ერთნაირი მანქანაები იყო და მათ
სათადარიგო ნაწილებიც ერთნაირი ჰქონდათ. მართალია, ჩვენ მანქანის მათს სტილზე
მორგების საშუალება მივეცით, მაგრამ რბოლის ტელემეტრიული მონაცემების ანალიზმა
გვიჩვენა, რომ ორ მანქანას შორის რაღაც ფუნდამენტური სხვაობა იყო, რაც მათს
განსხვავებულ შესაძლებლობებში აისახებოდა“.
„მიღებული მონაცემები ფაბრიკაში გადავაგზავნეთ.
იქაც ჩატარდა ანალიზი, რომელმაც გვაჩვენა, რომ კონსტრუქციულ განსხვავებას ადგილი
არ აქვს. მაგრამ წვრილმანის დონეზე, რაღაც განსხვავება მაინც აღმოვაჩინეთ. ამიტომ,
ვალენსიაში იმის იმედით ჩამოვედით, რომ პრობლმის მიზეზი დადგენილია და პრობლემებს მოვაგვარებთ.
ჯენსონის მანქანას ოდნავ განსხვავებულად მოვამზადებთ როგორც რბოლისთვის, ასევე
კვალიფიკაციისთვისაც“, - დასძენს რობერტსი.
ის
არ ამბობს, რაში მდგომარეობს პრობლემის არსი, რამ გამოიწვია ის. რობერტსი აღიარებს,
რომ მიზეზი ძალიან უმნიშვნელოა, თუმცა სერიოზული პრობლემები კი შექმნა. ეს მიზეზი
არც აეროდინამიკურ ბალანსს ცვლის და არც საკიდარის გეომეტრიას. პრობლემა დეტალებშია
დამარხული. და მისი შედეგი ასეთ სავალალო შედეგებს არ გამოიღებდა, გუნდების
შესაძლებლობები ასეთი გათანაბრებული რომ არ იყოს. და რეალურად მიაგნეს თუ არა პრობლემის
მიზეზს, ამას ვალენსიას კვალიფიკაცია და რბოლა გამოაცლენს.
ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)
No comments:
Post a Comment