Friday, June 22, 2012

მეორე პრაქტიკა ფეტელისაა

Vettel sets the pace in Valencia
22 ივნისი
სებასტიან ფეტელმა მეორე სესიაზე მაინც შეძლო ცხრილის სათავეში ჩადგომა. თუ ასე გააგრძელა, ვალენსიას ჰეთ-თრიკის შანსი აქვს და ამგვარად, მიმდინარე სეზონის ტრადიციასაც დაარღვევს - გახდება პირველი, ვინც მეორე რბოლის მოგებას შეძლებს. ხომ გახსოვთ, სეზონის პირველ შვიდ რბოლას „თავისი“ გამარჯვებული ჰყავს...

ფეტელს, ვინც ვალენსიაში წინა ორ სეზონში გაიმარჯვა, მხოლოდ 0.131 წამით ჩამორჩა გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ „ფორს ინდია“ აღმოჩნდა ის გუნდი, რომელსაც მეორე სესიის შემდეგ, მოწინავე რვას შორის ორი პილოტი ჰყავს. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - ფეტელსა და მე-15 ადგილზე მყოფ ფელიპე მასას წამზე ნაკლები აშორებს...
პასტორ მალდონადო, ვისაც პირველი სესიაზე საუკეთესო დრო ჰქონდა, ამჯერად მე-13 ადგილს დასჯერდა. არადა, დილას მის მიერვე ნაჩვენები დრო ცოტათი გააუმჯობესა. ამჯერად მასზე სწრაფი იყო ბრაზილიელი თანაგუნდელი ბრუნო სენა, ვინც ფეტელს 0.310 წამით ჩამორჩა.

ევროპის დიდი პრიზი
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:39.334
2. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:39.465
3. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         1:39.595
4. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:39.601
5. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                          1:39.644
6. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)               1:39.700
7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:39.733
8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   1:39.868
9. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:39.901
10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:39.926
11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                       1:39.945
12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:39.990
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1:40.075
14. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)          1:40.147
15. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           1:40.244
16. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                          1:40.511
17. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:40.963
18. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:41.121
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:41.197
20. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:41.263
21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                            1:42.424
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1:42.958
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:44.201
24. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)        1:44.260





ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან


No comments:

Post a Comment