Friday, June 22, 2012

„სუბარუ BRZ“ და „საიონ FR-S“ ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ავტომობილებია


Subaru BRZ, Scion FR-S lead list of fastest-selling cars
22 ივნისი
„სუბარუ BRZ“ და „საიონ FR-S“ ამერიკის ბაზარზე ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ავტომობილები გახდნენ. ანუ, დილერთა შოურუმებში, ისინი ყველაზე ცოტა დროს ატარებენ. გამოცემა „ედმუნდსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, უფრო კონკრეტულად, „სუბარუ BRZ“ შოურუმში გადატვირთვიდან, საშუალოდ ოთხ დღეში იყიდება. „საიონ FR-S-ის“ შემთხვევაში კი ანალოგიური მაცვენებელი ხუთი დღეა. ეს იმ დროს, როდესაც ამერიკულ ბაზარზე მომუშავე ყველა კომპანიის ყველა მოდელის საშუალო მაჩვენებელი 53 დღეა.

აღსანიშნავია, რომ „სუბარუმ“ თავისი უახლესი კუპე, რომელიც „ტოიოტასთან“ მჭიდრო თანამშრომლობით შექმნა, ბაზარზე აპრილში გამოიტანა. მასზე გვიან დაიწყო „საიონის“ კუპეს გაყიდვები, რომელიც BRZ-ის ანალოგია. საინტერესოა, რომ „საიონმა“ თავისი პირველი 86 ცალი FR-S კალიფორნიაში გაჰყიდა. „სუბარუ BRZ-ის“ საბაზო ღირებულება 25 495 დლარია, „საიონ FR-S-ისა“ კი - 24 930.
საინტერესოა ისიც, რომ ამერიკის ბაზარზე „სუბარუ“ წელს მხოლოდ 6 000 ცალი BRZ-ის გაყიდვა აქვს დაგეგმილი. მართალია, მომავალი წლიდან ეს რიცხვი გაიზრდება, მაგრამ სავარაუდოდ, მოთხოვნის დაკმაყოფილება მაინც ვერ მოხერხდება. სხვათა შორის, იაპონიაში ეს ავტომობილი ოთხჯერ მეტი იყიდება. მსგავსი სიტუაციაა FR-S-ის შემთხვევაშიც, რომელიც წელს ამერიკაში 10 000 ცალი უნდა გაიყიდოს.
რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა - რატომ აწარმოებენ იაპონური კომპანიები ამ კუპეებს ასე მცირე რაოდენობით, როდესაც მათზე დიდი მოთხოვნაა? საქმე ისაა, რომ „სუბარუმ“ ამოსავალ მაჩვენებლად მოდელ WRX-ის გაყიდვები აიღოდა ივარაუდა, რომ უკანაამძრავიან კუპეზე ნაკლები მოთხოვნა იქნებოდა.
ცნობისათვის, ამერიკულ ბაზარზე, ამ ორი იაპონური კუპეს გარდა, ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ავტომობილებია: „აუდი TT RS“ (7 დღე), კომპაქტური სედანი „აკურა ILX“ (რვა დღე) და ჰიბრიდული პლაგ-ინ ჰეჩბეკი „ტოიოტა პრიუს C“ (10 დღე).

No comments:

Post a Comment