Friday, June 22, 2012

ზელანდიის რალიზე ლოები დაწინაურდა


Citroen's Loeb four seconds clear in New Zealand
22 ივნისი
მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები ლიდრობს, რომელიც პირველი დღის რვა სპეცმონაკვეთის შემდეგ, თავის ფინელ თანაგუნდელ მიკო ჰირვონენს ოთხ წამს უგებს. დანარჩენები კი ლიდერს წუთნახევარზე მეტით ჩამორჩნენ.

აღსანიშნავია, რომ ლოებმა და ჰირვონენმა რვიდან შვიდი სპეცმონაკვეთი მოიგეს. პირველ სპეცზე კი საუკეთესო დრო „ფორდით“ მოასპარეზე ფინელ იარი-მატი ლატვალას ჰქონდა. კარგა ხანს ის მესამე ადგილზე იყო, მაგრამ ბოლოსწინა სპეცზე შეცდა, გზას ასცდა და ღობეს დაეჯახა. ამ ინციდენტმა მას ოთხ წუთზე მეტი დააკარგვინა, რის გამოც მან მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა.


ახალი ზელანდიის რალი. პირველი დღე
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 2:07:35.000
2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი)          +00:04.000
3. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)             01:31.000
4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)          01:39.300
5. ოტ ტაენაკი (ესტონეთი,ფორდი)                   01:47.000
6. ტიერი ნოივილი (ბელგია, სიტროენი)           02:18.000
7. დანიელ სორდო (ესპანეთი, მინი)                  02:34.300
8. არმინდო არაუჟო (პორტუგალია, მინი)         04:36.900
9. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი,ფორდი)         04:56.100
10. კენ ბლოკი (აშშ,ფორდი)                         06:25.300





ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment