Raikkonen: Second place in the European Grand
Prix not what I wanted
25 ივნისი
ვალენსიაში რბოლის შემდეგ, კიმი რაიკონენმა
განაცხადა, რომ გულგრილია მის მიერ დაკავებული მეორე ადგილის მიმართ, რადგან
გრძნობს, რომ მისი მანქანით, რბოლის მოგება იყო შესაძლებელი. მსოფლიოს 2007 წლის
ჩემპიონმა რბოლის მიწურულს ლუის ჰამილტონს გაასწრო, თუმცა ეს საკმარისი მხოლოდ
მეორე ადგილისთვის აღმოჩნდა, ფერნანდო ალონსომდე კი წრეები აღარ ეყო.
რბოლის წინ, ბევრი „ლოტუსს“ ფავორიტად მიიჩნევდა.
ამის საბაბი კი გუნდის სტაბილურად კარგი გამოსვლებია, განსაკუთრებით კი ვალენსიას
მსგავს ტრეკებზე და ისეთ სიცხეში, როგორიც რბოლის დროს იყო. მაგრამ რბოლისას
აშკარად ჩანდა, რომ გამარჯვებულ ფერნანდო ალონსოს გასწრების შანსი რაიკონენის
ფრანგ თანაგუნდელ რომენ გროჟანს ჰქონდა, თავად რაიკონენმა კი მასზე აშკარად უფრო
ნელი ჰამილტონის გასწრებაც კი გაუჭირდა.
„საერთო ჯამში, ჩემი დღევანდელი სიჩქარე გამარჯვებისთვის
საკმარისი არ იყო. საბოლოო ჯამში, მეორე ადგილი კარგი შედეგია, მაგრამ ეს ის არაა,
რაც გვინდოდა“, - ამბობს რაიკონენი, რომელმაც რბოლის დასაწყისში ვერ ივარგა და
მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა. აქ დიდხანს ჩარჩა, რამაც ბევრი დრო დააკარგვინა.
„სტარტი
ურიგოდ არ ამიღია, მაგრამ შემდეგ, მალდონადომ და მარჯვნიდან ვიღაცამ ჩამკეტეს.
ამის გამო, რამდენიმე პოზიცია დავკარგე. შემდგ კი ბევრი ვიბრძოლე. ხან ვასწრებდი,
ხან მასწრებდნენ...“ - დასძენს რაიკონენი.
ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)
No comments:
Post a Comment