THE ENTRY-LEVEL SPORTSCAR WITH REAL RACING
CREDENTIALS
25 ივნისი
ბრიტანული კომპანია „რადიკალ სპორტსქარზი“ იმითაა
ცნობილი, რომ მისმა ავტომობილებმა, გერმანიის ნურბურგრინგის ტრეკის ჩრდილოურ
მარყუჟზე, ორჯერ დაამყარეს წრის გავლის აბსოლუტური რეკორდი. მალე ეს კომპანია თავისი
პროდუქციის თაყვანისმცემლებს, ხელმისწვდომ სატრეკო ავტომობილებსაც შესთავაზებს.
როგორც „რადიკალს“ შეეფერება, ავტომობილი, სახელად SR1
სპორტული პროტოტიპის სტილშია შესრულებული. ის იმ მძღოლებისთვის შეიმუშავეს,
რომლებსაც პროტოტიპის დონის ავტომობილებზე ხელი არ მიუწვდება და თავისი სტილის
დახვეწა სურს. ეს ავტომობილი, LMP2-ის კლასის SR9-ს
შასიზე აიგო, რომელსაც ლე მანის რბოლაზე მიუღია მონაწილეობა.
ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 3.85 მეტრი, სიგანე
1.62 მეტრი, სიმაღლე 1.04 მეტრი. ბორბლებს შორის ბაზის სიგრძეს მწარმოებელი არ
აქვეყნებს. შასი და ძარა კარბონისა და შუშის ბოჭკოს კომპოზიტისგან, ასევე
ალუმინისა და ფოლადის გამოყენებითაა დამზადებული. ამის წყალობით, SR1-ის
მინიმალური წონა 480 კილოგრამია მაქსიმუმ კი - 520 კილოგრამი.
ავტომობილის ბაზაში განლაგებულია „სუძკის“
წარმოების 1.34-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი (ბენზინის), რომელიც 210 ცხენის
ძალას და 176 ნიუტონმეტრს (10 500 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ძრავთან 6-საფეხურიანი
სეკვენტალური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული.
ამ ავლა-დიდებით, SR1-ს ადგილიდან 100 კმ/სთ
სიჩქარის აკრეფა 3.6 წამში შეუძლია, 800-და 160 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 6.1 წამი
ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 222 კმ/სთ-ს აღწევს.
ავტომობილი აღჭურვილია სპორტული სტილის რეგულირებადი
ამორტიზატორებით, ალუმინის შენადნობისგან ჩამოსხმული ბორბლებით, რომლებიც „დანლოპის“
საბურავებითაა შემოსილი. დამუხრუჭებას ოთხცილინდრიანი სისტემები ემსახურება,
რომლებიც 240-მილიმეტრიან დისკოებზე ზის. დაბოლოს, SR1 უსაფრთხოებაზე საერთაშორისო
საავტომობილო ფედერაციის (FIA) სტანდარტებს შეესაბამება და ხანძრის
საქრობი მოწყობილობითაცაა აღჭურვილი.
ბრიტანეთში
SR1 თითქმის 30 000 გირვანქა სტერლინგს პლუს დამატებითი ღირებულების გადასახადი
ღირს. რა თქმა უნდა, იაფს ვერ იტყვი, მაგრამ როგორც „რადიკალი“ ირწმუნება, ამ
ფასად, მსგავსი ტემპერამენტის მქონე ავტომობილს ვერსად ნახავთ...
No comments:
Post a Comment