Monday, June 25, 2012

უგურ შაჰინი თავისი კონცეპტუალური „ალფასთვის“ ინვესტორს ეძებს


Ugur Sahin Looking for Investors to Build New Alfa Romeo C12 GTS Concept
25 ივნისი
უგურ შაჰინი თურქული წარმოშობის ჰოლანდიელი დამოუკიდებელი დიზაინერია, რომელმაც არაერთი საკუთარი პროექტი გამოაქვეყნა და სპეციალისტების ყურადღებაც რამდენჯერმე მიიქცია. მათ შორისაა 2007 წლის „ფერარი დინო“, 2010 წლის „ასტონ მარტინ განტლეტი“ და 2011 წლის „სოლეილ ანადი“. განსაკუთრებით საყურადღებო ეს უკანასკნელია, რადგან ისაა შაჰინისვე მიერ 2007 წელს შემუშავებული კონცეპტუალური „შევროლე კორვეტ Z03-ის“ საწარმოო ვერსია იყო.

რა ტქმა უნდა, ის კონცეპტუალური ავტომობილი „კორვეტის“ ბაზაზე შეიქმნა, მისი პრემიერა კი მონაკოში, შოუ ტოპ მარკიზის დროს ჩატარდა, სადაც კომპანია „სოლეილმა“ გაიტანა. ეს კომპანია ამ ავტომობილის მხოლოდ 300 ეგზემპლარის დამზადებას აპირებს, თითოეული ფასი 299 995 დოლარი იქნება.
ახლახანს შაჰინმა გამოცემა „ქარსკუპს“ თავისი ახალი ესკიზები გააცნო, რომლებზეც ორადგილიანი, წინაძრავიანი სპორტული ავტომობილი, სახელად „ალფა რომეო C12 GTS“ არის გამოსახული. ახალგაზრდა დიზაინერი აცხადებს, რომ თავისი კომპანიის (უგურ შაჰინ დიზაინ)მეშვეობით ეძებს ინვესტორს, რომელიც მის ამ ახალ პროექტში ჩაერთვება და ნახსენები სპორტული კუპეს სერიულ წარმოებაში მიიღებს მონაწილეობას.
კონცეპციის განმარტებაში, მისი ავტორი ამბობს, რომ C12 GTS-ზე მუშაობისას, „ალფა რომეოს“ წარსულისა და მის აწმყოს სტილი შეაზავა. თუმცა, იმავე განმარტებაში არაფერია ნათქვამი ავტომობილის აღჭურვილობასა და მისი შესაძლო დინამიკური მახასიათებლების შესახებ...

No comments:

Post a Comment