BMW, Toyota mulling expansive partnership
25 ივნისი
„ბაიერიშე მოტორენ ვერკე“ და „ტოიოტა მოტორი“, მათ
შორის პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავენ. ამ გეგმის მიხედვით, ისინი უფრო
ინტენსიურად ითანამშრომლებენ მწვანე ტექნოლოგიებზე და მათი პარტნიორობა
ავტოინდუსტრიის სხვა სფეროსაც შეეხება, რაზეც მხარეები ჯერჯერობით დუმილს
ამჯობინებენ.
ამ ორმა კომპანიამ რამდნიმე თვის წინ დაიწყო
თანამშრომლობა. ოღონდ მაშინ ისინი ლითიუმ-იონური ელემენტების და დიზელის მცირელიტრაჟიანი
ძრავების ერთობლივად შემუშავებაზე შეთანხმდნენ. ამჯერად კი პარტნიორობის არეალი
იზრდება. როიტერსი გვამცნობს, რომ გაფორმებულია რამდენიმე კონკრეტული კონტრაქტი,
თუმცა მათი დაკონკრეტება სააგენტოს ჯერ არ შეუძლია, რადგან მხარეები დეტალებს არ
ახმაურებენ.
სამაგიეროდ, „დერ შპიგელზე“ დაყრდნობით, იგივე
როიტერსი აცხადებს, რომ ორი კომპანიის მთავარი აღმასრულებლები (ნორბერტ რაიტჰოფერი
და აკიო ტოიოდა) ოფიციალურ განცხადებას მალე გამოაქვეყნებენ. გერმანული ჟურნალი „მენეჯერი“
უფრო შორს მიდის და ირწმუნება, რომ ერთობლივი პროექტები ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს, ფიჭურ
უჯრედებს, ავტომობილების ელექტრონიკას და მსუბუქი მასალების ტექნოლოგიებს შეეხება.
„ბეემვეს“ და „ტოიოტას“ პარტნიორობის გაღრმავება
მოულოდნელობა არაა, რადგან ბავარიული კომპანია მალე დაიწყებს მსუბუქი ჰიბრიდული
ავტომობილების წარმოებას, რომლებსაც ქვე ბრენდ i-ს მარკით
გამოუშვებს. და ისეთ ძლიერ კომპანიასთან პარტნიორობა, როგორიც „ტოიოტაა“, მათ
ასობით მილიონ ევროს დააზოგვინებს.
რაც შეეხება „ტოიოტას“, ეს კომპანია ისედაც მწვანე
ავტომობილების წარმოების სფეროში მსოფლიო ლიდერია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ
სეგმენტში მოწინავე პოზიცია მუდმივად გარანტირებული აქვს. „ბეემვესთან“ პარტნიორობა
კი მისთვის თანამედროვე გერმანულ ტექნოლოგიებს ხელმისაწვდომს ხდის.
დაკიდევ, ახლახანს ბავარიელთა ფრანგმა პარტნიორმა „PSA
პეჟო სიტროენმა“ ალიანსი „ჯენერალ მოტორსთან“ ჩამოაყალიბა, რამაც „ბეემვეს“ ახალი
პარტნიორის მოძებნა აიძულა...
No comments:
Post a Comment