Monday, June 25, 2012

შუმახერი ჯარიმას გადაურჩა


Michael Schumacher keeps Valencia podium
25 ივნისი
ევროპის დიდი პრიზის შემდეგ, რბოლის სტიუარდებმა შუმახერის მიერ ყვითელ შუქზე სისტემა DRS-ის გამოყენების მართებულობა განიხილეს. ამ შემთხვევის გამო, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს ჯარიმა და რბოლის კლასიფიკაციაში ადგილის დაკარგვა ემუქრებოდა.
საქმე ისაა, რომ ბოლო წრეზე, პასტორ მალდონადოსა და ლუის ჰამილტონს შორის მომხდარი ავარიის გამო, მთელ ტრასაზე ყვითელი შუქები აინთო, რაც გასწრებას და DRS-ის გამოყენებას კრძალავს. შუმახერმა სწორედ უკანა რეგულირებადი ფრთა გამოიყენა.
სატელევიზიო ჩანაწერზეც ჩანდა, რომ გერმანელის „მერსედესზე“ DRS გახსნილი იყო. მაგრამ სტიუარდებმა გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ შუმახერმა ამ დროს ტემპი საგრძნობლად დააგდო. ანუ, ამ სისტემის უპირატესობით არ უსარგებლია. ასე რომ, მისი დაჯარიმების საფუძველიც გაქრა...
სტიუარდების განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიდეოჩანაწერის გარდა, მათ შუმის მანქანის ტელემეტრიული მონაცემებიც შეამოწმეს, რომლებმაც ასევე უჩვენა, რომ ყვითელ ზონაში გაზიდან ფეხი აღებული იყო და მანქანის სიჩქარეც შემცირებული იყო. იქვე სტიუარდებმა განმარტეს, რომ ესპანეთის დიდი პრიზის დროს, სებასტიან ფეტელისა და ფელიპე მასას დაჯარიმება სწორედ იმის გამო მოხდა, რომ ყვითელ შუქზე მათ DRS გამოიყენეს. ოღონდ, შუმისგან განსხვავებით, მათ სიჩქარე არ შეუმცირებიათ...



ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment