Grosjean certain he could have passed Alonso for
European Grand Prix victory
25 ივნისი
სანამ ალონსო უკან) გაასწრებდა |
რომენ გროჟანი დარწმუნებულია, ევროპის დიდი პრიზის
მოსაგებად იბრძოლებდა, მანქანა რომ არ გაფუჭებოდა. რბოლის გამარჯვებულმა ფერნანდო
ალონსომ „ლოტუსის“ ფრანგ პილოტს რესტარტზე გაასწრო, მოგვიანებით კი გროჟანი
იძულებული გახდა, რბოლა შეეწყვიტა. ამის მიზეზი, მის მანქანაზე დაზიანებული
გენერატორი გახდა. გროჟანამდე, რბოლას მისი ლიდერი სებასტიან ფეტელიც გამოეთიშა.
ფრანგი ყვება, რომ გენერატორის გაფუჭებამდე, მას
პრობლემები არ ჰქონია და სისწრაფითაც კმაყოფილი იყო. ტრასაზე რომ დარჩენილიყო,
ალონსოს გასწრების რეალური შანსი ექნებოდა, რადგან „ფერარი“ საბურავებს უფრო
ინტენსიურად ცვეთს, ვიდრე „ლოტუსი“, რაც გროჟანს რბოლის მიწურულს დაეხმარებოდა.
„მანქანა გაჩერდა, ძრავი გაჩერდა. ჩვენ გენერატორის
პრობლემა გვქონდა და ამას მიხედვა უნდა. არადა, ამ მომენტამდე რბოლა შესანიშნავად
მიმდინარეობდა. კარგი სტარტი ავიღე, კარგი სტრატეგია გვქონდა. რაც მტავარია, როცა
საჭირო იყო, ტემპს ვზრდიდი. მოკლედ, შეიძლებოდა პირველი გამარჯვება მოგვეპოვებინა,
არაუშავს, მომავლისთვის გადავდოთ. გამოცდილებას ვაგროვებთ, რაც აუცილებლად
გამოგვადგება“, - ამბობს გროჟანი და დასძენს, რომ მისი სიჩქარე ალონსოსაზე მაღალი
იყო:
„ვფიქრობ, ცუდად არ მიასპარეზია. ვიცოდით, რომ „ფერარიზე“
სწრაფები ვიყავით. ცოტა მოცდა გვჭირდებოდა, რომ გვენახა, მათი საბურავები რა
მდგომარეობაში იყო. მერე კი შევუტევდით. მაგრამ მანდამდე ვერ მივაღწიეთ“.
ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)
No comments:
Post a Comment