Monday, June 25, 2012

2020 წლის „ჰონდა S2000 როდსტერი“ - სტუდენტური დიზაინი


Design Student Envisions New Honda S2000 Roadster for 2020
25 ივნისი
1995 წელს, როდესაც „ჰონდა“ ჯერ კიდევ აწარმოებდა ავტომობილებს, რომლებითაც მძღოლები სიამოვნებას ღებულობენ, იაპონურმა კომპანიამ შეიმუშავა კონცეპტუალური ავტომობილი SSM (სპორტს სტადი მოდელ), რომელიც ტოკიოს მოტორ შოუზე წარადგინა. გავიდა სამი წელი და „ჰონდამ“ საკუთარ ნახევარსაუკუნოვან იუბილეზე, იმ კონცეპტუალური ავტომობილის სერიული ვერსია - S2000 გამოუშვა.

ეს ავტომობილი 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი DOHC-VTEC იყო აღჭურვილი, რომელიც 240 ცხენის ძალას იძლეოდა. S2000-მა ბაზარზე ათი წელი გაატარა და ამ დროის განმავლობაში, 112 000-ზე მეტი გაიყიდა. მაგრამ შემდეგ იაპონურმა კომპანიამ რატომრაც მისი წარმოება შეწყვიტა და მის შემცვლელს ბაზარი დღემდე ელის.
ამ დროის განმავლობაში, ბევრი ცნობა გაჩნდა იმის შესახებ, რომ მალე „ჰონდა“ S2000-ის შემცვლელის წარმოებას დაიწყებდა, მაგრამ სამწუხაროდ, კონკრეტული არაფერი გაკეთებულა. სამაგიეროდ, დიზაინის სტუდენტები აქტიურობენ ხოლმე, რომლებიც დროდადრო ახალი S2000-ის სტილს გვთავაზობენ. ისინი არც კორპორატიული სტილით არიან შეზღუდულები და არც რაიმე ვალდებულებებით. ამიტომ, ხშირად საკმაოდ ორიგინალურ იდეებსაც წარმოადგენენ.
ერთ-ერთი ასეთი პროექტია „ჰონდას“ მიერ სპონსირებული ერთ-ერთი ამერიკელი სტუდენტი მაიკლ მაკგი, რომელმაც იაპონური კომპანიის სპეციალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის მიზანს, 2020 წლის „ჰონდა S2000 როდსტერის“ შემუშავება წარმოადგენდა.
მაკგიმ მომავლის ავტომობილი შეიმუშავა, რომელმაც „ჰონდას“ სპეციალისტების მოწონება დაიმსახურა. თავად ავტორმა, თავის კონცეპციას ასეთი განმარტება დაურთო: „ჩემს დიზაინში, კლასიკური და თანამედროვე სტილია შეხამებული. მასში ინოვაციური სივრცული სტრუქტურა და მარტივი ზედაპირები გამოვიყენე. საბოლოო პროდუქტი არის მოწინავე კონცეპციით შემუშავებული კლასიკური სპორტული ავტომობილი, რომელიც მომავალში გვახედებს. ამ ავტომობილის წარმოებისას, უხვად გამოიყენებენ პლასტმასებს, რაც მის სიმსუბუქეს განაპირობებს. რაც შეეხება ფერს, მყიდველის სურვილის შესაბამისად, იცვლება მხოლოდ იმ დეტალების ფერი, რომლებიც ამ კონცეპტუალურ ავტომობილს ყვითელი აქვს“.

No comments:

Post a Comment