Wednesday, July 18, 2012

ავსტრალიელებმა „სუბარუ BRZ“ დაიტაცეს...

Subaru BRZ in Australia: Sold Out in 3 Hours
18 ივლისი

როდესაც „ტოიოტამ“ და „სუბარუმ“ სპორტული ავტომობილის ერთობლივად შემუშავება დაიწყეს, მარკეტოლოგები მოელოდნენ, რომ მათი ახალი ავტომობილები სწრაფად გახდებოდა პოპულარული. მაგრამ ასეთ ბუმზე ოცნებაც კი შეუძლებელი იყო - ავსტრალიისთვის განკუთვნილი ერთი მოზრდილი ლოტი, სულ რაღაც, 3 საათში გაიყიდა.
ოზეთში „სუბარუ BRZ“ ინტერნეტით შესთავაზეს მყიდველს. სულ გასაყიდად 201 ავტომობილი იყო გამოტანილი. და მყიდველმა ეს ლოტი სამ საათში აითვისა. შეკვეთის განთავსებისას, ავტომობილის შეძენის მსურველს, დეპოზიტზე 3-5 ათასი ავსტრალიური დოლარი უნდა დაედო. ანუ, ეს არ იყო წინასწარი განაცხადები,
რომელთა გაუქმებაც შესაძლებელია.
რა თქმა უნდა, ამ ავტომობილის შეძენის მსურველი გაცილებით მეტი იყო. და „სუბარუმ“ მათი სურვილებიც გაითვალისწინა. ვისაც BRZ-ის შეძენა სურს, ჩვეულებრივი სქემით გააფორმებს შეკვეთას, თუმცა სასურველი ავტომობილის მიღებამდე ლოდინი მოუწევს - მეორე ლოტის ავტომობილების მიწოდებას იაპონური კომპანია იანვარში დაიწყებს.



ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment