Thursday, June 7, 2012

მარანელოში „ფერარი F70-ის“ შესაძლო პროტოტიპი გადაიღეს

New Ferrari F70 Prototype Scooped in Maranello?
7 ივნისი
„ფერარი“ თავის ფლაგმან „ენცოს“ შემცვლელს წლის ბოლოს გაგვაცნობს. დროდადრო, ამ ავტომობილის შესახებ, რომელსაც ხშირად F70-ად მოიხსენიებენ, ინტერნეტით ინფორმაცია გაჟონავს ხოლმე, თუმცა მის გარეგნობას მარანელოელები ჯერ არავის უჩვენებენ. რამდენჯერმე ინტერნეტით სატესტო ავტომობილის ძლიერ შენიღბული ვერსიის ფოტოები კი გამოჩნდა, მაგრამ მათ საფუძველზე, მანქანაზე წარმოდგენას ვერანაირად ვერ შეიქმნით.
და აი, ინტერნეტ გამოცემა „ქარსკუპმა“, თავისი მკითხველის დახმარებით მოიპოვა მარანელოში გადაღებული ფოტო, რომელზეც კომპანიის შტაბ-ბინის მახლობლად მოძრავი, მეტად საინტერესო ობიექტია გამოსახული. რა თქმა უნდა, ის სატესტო ფორმაშია (შენიღბულია) გამოწყობილი. ანუ მულიაჟია, მაგრამ პროპორციებით ძალიან ახლოსაა „ენცოსთან“ და შესაბამისად, მის შემცვლელთანაც...
ეს ავტომობილი არ ჰგავს ადრე გადაღებულ მსტოვრულ ფოტოებზე გამოსახულ სატესტო მოდელებს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ის უფრო ახლოსაა პროტოტიპთან, რომელსაც მარანელოელები ალბათ რომელიმე დიდ გამოფენაზე წარსადგენად ამზადებენ.
ამ ავტომობილში მთავარი ისაა, რომ მასში F70-ის პროპორციები ჩანს. ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, თუ ძარის რომელი ნაწილები დარჩება სერიულ ვერსიაზე და რომელს შეცვლიან. სამაგიეროდ, უკვე დასტურ ცნობილია (თვით ფერარის შეფ ლუკა დი მონტეძემოლოსგან), რომ ის ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება. უფრო მეტიც, პეკინის ავტო შოუზე, იტალიურმა კომპანიამ ამ აგრეგატის სქემაც კი გაგვაცნო. მის შემადგენლობაში, V12 ატმოსფერული ძრავის გარდა, ორი ელექტროძრავიც შედის. მთავარ აგრეგატს ტრანსმისიასთან ორდისკოიანი ქურო აკავშირებს...

No comments:

Post a Comment