Wednesday, July 25, 2012

ალონსო ერთ-ერთი საუკეთესოა ფ1-ის იტორიაში

Alonso's Ferrari race engineer says Spaniard stands among best in F1 history
25 ივლისი

ფერნანდო ალონსოს სარბოლო ინჟინერი ანდრეა სტელა ამბობს, რომ ესპანელი მრბოლი, ფორმულა ერთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. „ფერარის“ მრბოლს უკვე სამი რბოლა აქვს მოგებული და ჩემპიონატსაც დამაჯერებლად ლიდერობს. და ამას იმის მიუხედავად ახერხებს, რომ ყოველთვის ყველაზე სწრაფი მანქანით არ ასპარეზობს.

სხვათა შორის, ალონსოს ნათქვამი აქვს, რომ გრძნობს, თავისი კარიერის საუკეთესო ფორმაში იმყოფება. ძნელია, ამაში არ დაეთანხმო ადამიანს, რომელსაც უკვე მსოფლიო ჩემპიონის ორი ტიტული აქვს მოპოვებული. ამ სეზონში კი ტრასაზე ისე ირჯება, თითქოს საუკეთესო მანქანას მართავდეს.
„გაძეტა დელო სპორტის“ კორესპონდენტის კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ ალონსო მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის დონეზე ასპარეზობს, სტელამ უპასუხა: „არ მთხოვოთ შედარებები. უბრალოდ, მე ასე ვფიქრობ. როდესაც ფერნანდო ასე კარგად ასპარეზობს, მას ფ1-ის ისტორიიდან სულ რამდენიმეს თუ შევადარებ. მათს ჩამოსათვლელად ერთი ხელის თითებიც გეყოფათ. უბრალოდ, მათ შორის სხვაობას მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულებში თუ აღმოაჩენთ. არ მინდა, სიტყვა სრულყოფილება ვახსენო, რადგან ყოველთვის შეიძლება თამასის მაღლა აწევა. მაგრამ ძალიან გამიჭირდება ისეთი პილოტების გახსენება, ვინც ნებისმიერ პირობებში ასეთ მაღალ დონეზე ასპარეზობდა. გერმანიაში ჩვენ წვიმაში, კოკისპირულში, მშრალ ამინდში ვიასპარეზეთ და გამოვიყენეთ ყველანაირი რეზინი. და ისყოველტვის საუკეთესო იყო“.
სტელა დარწმუნებულია, რომ „ფერარის“ კვლავ არ ჰყავს ყველაზე სწრაფი მანქანა: „არა მგონია, მშრალ ამინდში ჩვენი მანქანა საუკეთესო იყოს. მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სხვებზე უკეეთ ვიყენებთ იმას, რაც ჩვენს განკარგულებაშია. ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტ ქებას მრბოლი იმსახურებს და რა თქმა უნდა, გუნდიც“.
იტალიელი ინჟინერი ირწმუნება, რომ ხერესის სეზონისწინა ტესტების შემდეგ, მათმა მანქანამ, წრის გავლის საშუალო დრო, დაახლოებით 3 წამით გააუმჯობესა.
„ჩვენ მუდმივად ვვითარდებით. ის ნაწილები, რომელთა გამოყენებასაც დღეს ვიწყებთ, ორი ტვის წინ დაიგეგმა. ფ1-ში ასეა - თუ გაჩერდები, ყველაფერი დამთავრდება“.




ასევე წაიკითხეთ

ერთი-ერთზე ლე მანთან

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

No comments:

Post a Comment