Wednesday, July 25, 2012

„ზაუბერი“ კონსტრუქტორების მეხუთე ადგილს უმიზნებს

Sauber sets sights on fifth position in the constructors' championship
25 ივლისი

„ზაუბერის“ მთავარ აღმასრულებელ მონიშა კალტენბორნს (ფოტოზე) იმედი აქვს, რომ მიმდინარე სეზონს, კონსტრუქტორთა თასზე მისი გუნდი მეხუთე ადგილზე დაასრულებს. შვეიცარიულმა გუნდმა გერმანიაში 20 ქულა მოიპოვა (კამუი კობაიაშიმ მეოთხესთვის 12 ქულა მიიღო, სერხიო პერესმა კი მეექვსესთვის - 8), რითაც მეექვსე ადგილი განიმტკიცა. უფრო მეტიც, მეხუთეზე მყოფ „მერსედესს“ 25 ქულითღა ჩამორჩება.

მაგრამ ქალბატონი კალტენბორნი თვლის, რომ მის გუნდს გაცილებით მეტი შეუძლია: „ჩვენი მიზანი, მნიშვნელოვნად მომატებაა. თუ სეზონის ბოლოს, შარშანდლთან შედარებით, ერთი საფეხურით წინ წავიწევთ, ეს არ იქნება მნიშვნელოვნად მომატება. ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია. მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ჯერ სულ ნახევარი სეზონია გავლილი და ფ1-ში ყველაფერი შეიძლება უმალ შეიცვალოს. შარშანაც ამ დროს მეექვსეზე ვიყავით და თითქოს, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ სეზონის ბოლოსთვის ერთი საფეხურით ჩამოვქვეითდით“.
კალტენბორნი დარწმუნებულია, რომ ორივე პილოტს იმის უნარი შესწევს, რომ შემდეგ ეტაპებზეც არანაკლებ კარგად იასპარეზონ: „მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კარგადაა მანქანა მომზადებული. მათ ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლიათ კარგი ადგილებისთვის ბრძოლა. სხვებთან შედარებით, მათ გამოცდილებაც აკლიათ. 2-3 სეზონი სხვების 10-თან არაფერია. ამიტომ, სიფრთხილე გვმართებს, რომ მათგან მეტისმეტად ბევრი არ მოვითხოვოთ. სხვა თუ არაფერი, მათ ჯერაც ბევრი რამ აქვთ სასწავლი. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი შესანიშნავად ირჯებიან“.
„ზაუბერის“ შეფი დასძენს, რომ ჰოკენჰაიმზე ნაჩვენები კარგი შედეგების მიუხედავად, უფრო მეტის პოტენციალიც არსებობს და ამისათვის კი საჭიროა კვალიფიკაციაზე უკეთესი შედეგების დაფიქსირება. გერმანიაში ვერცერთი მათგანი მესამე სექტორში ვერ მოხვდა. არადა, იყო ეტაპები, რომლებზეც ისინი სტატრზე პირველ ათეულში იკავებდნენ ადგილს. თუმცა, ასე რეგულარულად არ ხდება.
„გერმანიაში ნაჩვენები შედეგი იმის დასტურია, რომ მეტი შეგვიძლია. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სტარტს უფრო წინიდან ავიღებთ. სწორედ ესაა ჩვენი მთავარი მიზანი, რადგან ვიცით, რომ მანქანას მეტი შეუძლია. კვალიფიკაცია ჩვენს სისუსტედ რჩება. შეცდომები ხდება, მაგრამ თუ კვალიფიკაციაში წინ ხარ, მაშინ რბოლასაც გაცილებით უკეთესი პერსპექტივით იწყებ. სეზონის მეორე ნახვარში სწორედ ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი“, - დასძენს კალტენბორნი.


ასევე წაიკითხეთ

ერთი-ერთზე ლე მანთან

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

No comments:

Post a Comment