Wednesday, July 25, 2012

რაიკონენის დაცემა ჰოკენჰაიმზე რბოლის შემდეგ

Raikkonen crashes after Hockenheim race
25 ივლისი
ამ ფოტომ ბევრს მოჰგვარა ღიმილი, ზოგმა კი კურიოზული ფოტომონტაჟებიც გააშანშალა. ყველაფერი კი გერმანული რბოლის შემდეგ მოხდა. ფინელ მრბოლს, ვინც სპიტრიან სასმელებთან მეგობრობითაა ცნობილი, პადოკის ავტოსადგომის გრძელი ღობისთვის შემოვლა დაეზარა. ღობეს რომ ახტებოდა, მარჯვენა ფეხი გამოსდო და ჩავარდა. ვიღაცამ კი, თითქოს წინასწარ იცოდა, რომ ასე მოხდებოდა, მაშინვე ფოტოაპარატი აამუშავა...


უსიტყვოდ :)
კიდევ კარგი, ამ შემთხვევის დროს ტრავმას გადაურჩა. ისე, ერთი კი შეუკურთხაო, თვითმხილველებს უთქვამთ და მანქანისკენ ისე გაემართა, თითქოს არაფერი მომხდარაო. მართლაც, მერე რა, ვის არ მოსვლია...




ასევე წაიკითხეთ

ერთი-ერთზე ლე მანთან

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

No comments:

Post a Comment