Monday, July 23, 2012

„კადილაკმა“ ფლაგმან სედანს მწვანე შუქი აუნთო

Cadillac flagship gets the green light
23 ივლისი

„კადილაკსამერიკაში პირველი ლუქს ბრენდობა სურს. და როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს, თუ მის გამაში სრულგაბარიტიანი სედანი არ იქნება? როგორც ჩანს, ამაზე პასუხი ამერიკულ კომპანიაში მანამ ჰქონდათ, სანამ მათი მარკეტინგის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტი დონ ბატლერი, თავისი კომპანიის ამბიციებს გაგვანდობდა.
გამოცემა „ავტომოტივ ნიუსმა“ მოიპოვა ინფორმაცია, რომელიც „კადილაკთან“ დაკავშირებით, „ჯენერალ მოტორსის“ ორწლიან (2013-2015) გეგმას შეიცავს. მასში ნათქვამია, რომ ეს ბრენდი მალე დაიწყებს ფლაგმანი სედანის წარმოებას, რომელიც შარშანდელ კონცეპტუალურ „სიელის“ სტილში შესრულდება.

ახალი ავტომობილი სრულგაბარიტიანი, უკანაამძრავიანი იქნება. ამ მანქანით, „კადილაკმა“ კონკურენცია ისეთ ძლიერ მეტოქეებს უნდა გაუწიოს, როგორებიცაა „მერსედეს-ბენცის“ S-კლასი, „ბეემვეს“ მე-7 სერია, „აუდის“ A8 და „იაგუარის“ XJ.
ახალი ავტომობილი სრულიად ახალ პლატფორმაზე აიგება, რომლის კოდური სახელწოდებაა „ომეგა“. მას V6 და V8 ძრავებით აღჭურვავენ, რომლებსაც ალბათ მექანიკური დამჭირხნი მოემსახურება. ძრავს კი 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება. ოპციის სახით, სრულამძრავიანი ტრანსმისიის შეკვეთაც იქნება შესაძლებელი. სავარაუდოდ ავტომობილი, რომელსაც ჯერ სახელი არ აქვს, ბაზარზე 2015 წელს გამოვა.

„კადლაკმა“ ახლახანს წინაამძრავიან სედან XTS-ის წარმოება დაიწყო, რომელსაც მყიდველს სრულამძრავიანი ტრანსმისიითაც სთავაზობენ. ამ ეტაპზე, ეს ამერიკული კომპანიის გამაში ყველაზე დიდი მანქანაა. მალე ბაზარზე გამოვა განახლებული ქროსოვერი SRX და სედანი ATS, რომელმაც კონკურენცია „ბეემვეს“ მე-3 სერიას უნდა გაუწიოს.
ATS პლატფორმა „ალფაზეა“ ბაზირებული და ამ პლატფორმაზე, მალე „კადილაკი“ ამავე სედანის ტემპერამენტიან V-ვერსიას და კუპესაც გამოუშვებს. ჯერჯერობით გაურკვეველია, გამოუშვებენ, თუ არა სედანის ღია ვერსიას. ასევე გადაწყვეტილია, რომ სედანის ბაზაზე უნივერსალისძარიანი ვარიანტი არ გამოვა.
„კადილაკის“ ბიზნესში ერთ-ერთი მთავარი, ახალი CTS-ის გამოშვება იქნება. ეს სედანი ერთი წლის შემდეგ გამოვა. „ბეემვეს“ მე-5 სერიასთან უკეთ საკონკურენციოდ, ახალი CTS ზომებში გაიზრდება. შემდგომში, მისბაზაზე, V-ვერსიას და კუპესაც გამოუშვებენ. ამ შემთხვევაშიც, უნივერსალს არ გამოუშვებენ.
„კადილაკი“ ასევე გეგმავს ქროსოვერ „ესკალადის“ შეცვლას და უახლეს ქროსოვერ SRX-ის გამოშვებას. ეს უკანასკნელი „ლამბდა“ პლატფორმას დაეყრდნობა, რომელზეც გენერლები „ბიუიკ ენკლავს“, „შევროლე ტრავერსსა“ და „GMC აკადიას“ აწარმოებენ.
საბოლოს, „კადილაკი“ დაიწყებს პლაგ-ინ ჰიბრიდულ კუპე ELR-ის წარმოებას. ამ ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავი მიანიჭებს, სვლის სიშორის გასაზრდელად კი მას შიდაწვის ძრავი დაეხმარება, რომელიც გენერატორთან ერთად, ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ამ ავტომობილის წარმოება ერთი წლის შემდეგ დაიწყება.



ასევე წაიკითხეთ

”ჰირუნდო” - ქართული სუპერ ავტომობილი


http://autopanoramaf1.blogspot.com/2011/10/blog-post_1986.html



ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

No comments:

Post a Comment