Friday, July 20, 2012

„ფასელ ვეგა“ - ფრანგული „როლსი“, თუ რაღაც ამგვარი

Facel Vega revival in the works?
20 ივლისი

ფრანგული კომპანია „ფასელ ვეგა“ ახლახანს აღადგინეს და რა თქმა უნდა, ამ მარკით ავტომობილების წარმოებაც იგეგმება. ისევე როგორც ოდესღაც, როცა „დელაესა“ და „ბენტლისთვის“ ძარებს აწარმოებდა, ამჯერადაც „ფასელი“ ულტრა ლუქს კლასში იმუშავებს. ოღონდ, ძველებურად მარტო ძარებზე კი არ იქნება სპეციალიზებული, არამედ საკუთარ მოდელებს გამოუშვებს.

პირველ ასეთ მოდელს, რომელსაც „HK კუპე“ უწოდეს, „ფასელ ვეგა“ პარიზის მოტორ შოუზე წარმოადგენს. მანამდე კი, ფრანგულმა კომპანიამ ამ ავტომობილის ორიგინალური ტიზერი გაავრცელა, რომელიც არც შენიღბული ავტომობილია და არც შეუნიღბავის რომელიმე დეტალი. ეს არის „HK კუპეს“ მასშტაბური მოდელი, რომელიც ყუთშია მოთავსებული.
უნდა ითქვას, რომ ტიზერის გავრცელება, სულაც არ ნიშნავს ამ ავტომობილის ბაზარზე გამოჩენას. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი სვლა „ფასელ ვეგამ“ ცოტა ხნის წინაც გააკეთა - ტიზერები გაავრცელა, მაგრამ ამას შესაბამისი ნაბიჯი არ მოჰყოლია. ანუ, ახალი ავტომობილი არც ნიუ იორკში უჩვენებიათ და არც პეკინში, სადაც მისი გამოჩენა ყველაზე მეტად იყო მოსალოდნელი.
პატარა ფრანგული კომპანია „ფასელი“ 30-იან წლებში, „დელაესა“ და „ბენტლის“ ავტომობილებისთვის, სპეციალური შეკვეთებით, ძარებს აწარმოებდა. 1954 წელს კომპანიამ საკუთარი ავტომობილის, სახელად „ვეგას“ წარმოება დაიწყო. ეს ავტომობილ „კრაისლერის“ ძრავებით (სერია ჰემი) იყო აღჭურვილი. „ფასელის“ პროდუქცია სოლიდური ავტორიტეტით სარგებლობდა. ასე განსაჯეთ, ამ მარკის მატარებელ ავტომობილებს, „ფრანგულ როლს როისებსაც“ კი უწოდებდნენ. „ფასელის“ ავტომობილებით ისეთი ვარსკვლავები გადაადგილდებოდნენ, როგორებიცაა რინგო სტარი და ავა გარდნერი... მაგრამ 1964 წელს კომპანიამ არსებობა შეწყვიტა.
ავტომობილს, რომლის ჩვენებასაც „ფასელ ვეგა“ პარიზში გეგმავს, უბრალოდ, „ფასელ ვეგა კონსეპტად“ მოიხსენიებენ. ფეისბუკის გვერდზე, რომელიც ფრანგულ კომპანიას ეკუთვნის, ამ ავტომობილის შესახებ ჯერ კონკრეტული არაფერი წერია. ფრანგულ ინტერნეტ-მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ფასელ ვეგა კონსეპტის“ წარმოება 2014 წელს უნდა დაიწყოს...


ასევე წაიკითხეთ

გორდონ მარი ავტოინდუსტრიაში რევოლუციას ამზადებს

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7622.html


„ლოტუს უორლდ ქარ კონცეპტ“ - ძალიან იაფი და ეკონომიური

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_13.html



No comments:

Post a Comment