20 ივლისი
ბრიტანული კომპანია „MG მოტორსი“, რომელიც ამჟამად ჩინურ
„შანჰაი ავტომოტივ ინდასტრი კორპორეიშნს“ (SAIC-ს) ეკუთვნის, გამოუშვებს
ქროსოვერს, რომელსაც რბილი, დასაკეცი სახურავი ექნება. ახალი ავტომობილი, პეკინის წლევანდელ
ავტო შოუზე ნაჩვენები კონცეპტუალური „აიკონის“ სტილში შესრულდება.
ამ კონცეპტუალური ავტომობილის შემუშავებისას, მისმა
დიზაინერებმა, ოდესღაც პოპულარული MGB GT-სგან მიღებული შთაგონებით ისარგებლეს. ეს
ავტომობილი 1965-დან 1980 წლამდე გამოდიოდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
მეორე მხრივ, კონცეპტუალური ავტომობილი გაბარიტებით ახლოსაა თანამედროვე პოპულარულ
ავტომობილ „ნისან ჯუკთან“. ბრიტანულ-ჩინური ქროსოვერ-კაბრიოლეტი, MG-ს ჰეჩბეკ MG5-ის
ბაზაზეა შექმნილი და ოთხცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი. ეს ძრავი SAIC-მა
საკუთარი რესურსებით შეიმუშავა და ის 135 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ამ ავტომობილმა პეკინის შოუზე საყოველთაო მოწონება
დაიმსახურა. ასე განსაჯეთ, ის შოუს საუკეთესო დიზაინის ჯილდო ერგო. კონკურსში კი
მან ისეთ ძლიერ (კონცეპტუალურ) მეტოქეებს აჯობა, როგორებიცაა „ლამბორგინი ურუსი“, „მერსედეს-ბენც
კონცეპტ სტაილ კუპე“ და „ჰონდა კონცეპტ C“.
სავარაუდოდ,
ამ ავტომობილს MG-ს
ბრიტანულ ქარხანაში გამოუშვებენ, რომელიც სარეის საგრაფოში მდებარეობს. პირველ
რიგში, მის გაყიდვას ჩინეთში დაიწყებენ (201400 წელს). მოგვიანებით კი ევროპის
ბაზარზეც შეიტანენ.
ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)
No comments:
Post a Comment