20 ივლისი
თავისუფალი პრაქტიკების მთავარი მოქმედი პირი...
წვიმაა. როგორც ჩანს, ღრუბლები პელოტონს ალბიონიდან გერმანიაშიც გამოჰყვა და ტრასა
კარგად დანამა. მეორე პრაქტიკაზე იმდენად ძლიერად იწვიმა, რომ პირველი პრაქტიკის
დროები დაახლოებით 10 წამით გაუარესდა.
გერმანიის დიდი პრიზი
თუ პირველ სესიაზე, ცოტა ხნით, პილოტებს მშრალ
ტრასაზე ასპარეზობის საშუალება მიეცათ, მეორე პრაქტიკა სრული ლატარეა იყო. და მისი
შედეგებიც შესაბამისი გამოვიდა. სესიებს შორის ძლიერი წვიმა წამოვიდა, რის გამოც, მეორე
სესიის დასაწყისში, ტრასაზე გამოსვლას არავინ ჩქარობდა.
პირველი ბრუნო სენა იმ მანქანით გამოვიდა, რომელიც
წინა სესიაზე ვალტერი ბოტასმა დაამტვრია - „უილიამსის“ მექანიკოსები ქების მეტს
არაფერს იმსახურებენ. მას მალე სხვებმაც მიბაძეს და აქედან მოყოლებული, საუკეთესო დრო
ყოვე წუთს უმჯობესდებოდა. ასე განსაჯეთ, გუნდებმა საშუალო წვინის რეზინის
დაყენებაც დაიწყეს, თუმცა მალე ისევ გაწვიმდა. ამ მომენტისთვის საუკეთესო დრო პასტორ
მალდონადოს ჰქონდა.
სესიის მიწურულს წვიმა გადაიღო და ყველა ტრასაზე
გამოეფინა, რათა საკუთარი დროები გაეუმჯობესებინათ, მაგრამ მიხაელ შუმახერს ავარია მოუვიდა, რის გამოც,
ტრასაზე წითელი შუქნიშნები აინთო. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც სესიის დასრულებას 4 წუთი
აკლდა.
გერმანიის დიდი პრიზი
მეორე თავისუფალი
პრაქტიკა
1. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:27.476
2. ნიკო
როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:27.564
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:27.902
4. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:28.402
5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:28.420
6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:28.495
7. დანიელ რიკიარდო
(ავსტრალია, ტორო როსო) 1:28.513
8. ჯენსონ ბატონი
(ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:28.516
9. მარკ უებერი (ავსტრალია,
რედ ბული) 1:28.877
10. კიმი რაიკონენი
(ფინეთი, ლოტუსი) 1:29.327
11. ჟან-ერიკ ვერნი
(საფრანგეთი, ტორო როსო) 1:29.364
12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:29.719
13. კამუი კობაიაში
(იაპონია, ზაუბერი) 1:29.785
14. შარლ პიკი
(საფრანგეთი, მარუსია) 1:30.090
15. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 1:30.220
16. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1:30.291
17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:30.331
18. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:30.437
19. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი,
მაკლარენი) 1:30.617
20. ფერნანდო ალონსო
(ესპანეთი, ფერარი) 1:31.207
21. ვიტალი პეტროვი
(რუსეთი, კატერჰემი) 1:32.241
22. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:32.349
23. მიხაელ შუმახერი
(გერმანია, მერსედესი) 1:32.777
24. პედრო დე ლა როსა
(ესპანეთი, ისპანია) 1:42.566
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment