Friday, July 20, 2012

სველ ჰოკენჰაიმზე ყველას ბატონმა აჯობა

Button fastest in rain-hit first practice
20 ივლისი
„მაკლარენმა“ გერმანულ ეტაპზე რამდენიმე სიახლე ჩაიტანა და ეს ფორმალურად მისი პილოტების შედეგებზეც აისახა - ჯენსონ ბატონმა საუკეთესო, ლუის ჰამილტონმა კი მეორე საუკეთესო დრო აჩვენეს. მაგრამ რეალურად, ეს მათი მანქანის მოფიდფიცირების დამსახურება ნაკლებად უნდა იყოს - წვიმდა და ამ დროს რაიმე დასკვნების გაკეთება შეუძლებელია.

წვიმა ისეთი ძლიერი არ იყო, როგორც სილვერსტოუნზე, მაგრამ პელოტონში შეუსაბამობბი მაინც გამოიწვია - მარკ უებერის მეოცე დრო სწორედ ამის შედეგია. თანაც, სველმა ტრასამ, „უილიამსის“ სათადარიგო პილოტს, ფინელ ვალტერი ბოტასს მანქანის დამტვრევაშიც შეუწყო ხელი. პილოტმა კოკპიტი დამოუკიდებლად დატოვა და მანქანის ნარჩენების თვალიერება დაიწყო...
სხვათა შორის, ბატონმა თავისი საუკეთეს დრო წვიმის დაწყებამდე დააფიქსირა. მან თითქმის ნახევარი წამით აჯობა ჰამილტონს, ვისთვისაც ჰოკენჰაიმის რბოლა, კარიერაში მე-100 იქნება.


გერმანიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                1:16.595
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:17.093
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:17.370
4. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:17.382
5. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           1:17.413
6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:17.599
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:17.915
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:17.995
9. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)         1:18.020
10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:18.130
11. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:18.226
12. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)             1:18.339
13. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:18.422
14. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:18.709
15. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                       1:18.831
16. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, ფორს ინდია)               1:18.972
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:19.039
18. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:19.674
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:19.963
20. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:20.122
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1:20.169
22. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                            1:20.539
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:21.138
24. დანი კლოსი (ესპანეთი, ისპანია)                   1:21.740





ასევე წაიკითხეთ

”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია



No comments:

Post a Comment