Friday, July 20, 2012

ელექტრომობილი „ვოლვო C30“ ჩინეთის წლის მწვანე ავტომობილია

All-Electric Volvo C30 - Green Car of the Year in China
20 ივლისი
ჩინეთში, გადაადგილების ახალი ენერგიის მე-4 სამიტზე, წლის საუკეთესო მწვანე ავტომობილის საპატიო წოდება, „ვოლვოს“ ელექტრომობილ C30-ს მიენიჭა. კონკურსში სულ 15 მანქანა მონაწილეობდა, რომლებსაც ტესტები ასი დღის განმავლობაში, ქალაქ შანჰაის ქუჩებში უტარდებოდა.
„ამ ჯილდოს მიღებით, ჩვენ დიდი პატივი გვერგო, თუმცა უფრო მეტად პასუხისმგებლებიც ვართ იმაზე, რომ საკუთარი მსოფლიო-კლასის ტექნოლოგიური სიახლით, ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან ერთად, ჩინელი მყიდველი, ჩვენი მეორე საშინაო ბაზარი ვასარგებლოთ. დარწმუნებულები ვართ, ჩინური საავტომობილო მრეწველობის ელექტრიფიკაციასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შევასრულებთ. მოხარულები ვართ, საშუალო ჩინელ მომხმარებლებს, ეს შესანიშნავი ავტომობილი წარვუდგინოთ“, - ამბობს „ვოლვოს“ უფროსი ვიცე პრეზიდენტი, შვედური კომპანიის ჩინური ოპერაციების შეფი ფრიმენ შენი.
„ვოლვო“ ჩინურ კომპანია „ჯილის“ ჯგუფში შედის, რაც მისთვის ჩინურ ბაზარზე თავისუფლად მუშაობის საშვია. შვედურ კომპანიას არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდება მაშინ, როდესაც საჭიროა ახალი ახალი „მწვანე“ ავტომობილების ტესტირება და ბაზარზე წამოწევა. ამასთან, მისი პროფუქცია ბევრი ისეთი პრიორიტეტიტაც სარგებლობს, რომლებიც სხვა უცხოური კომპანიებისთვის, ადგილობრივი, ძლიერი პარტნიორების გარეშე შეუძლებელია.
რაც შეეხება ელექტრომობილ C30-ს. მისი მსოფლიო პრემიერა ორი წლის წინ, დტროიტის მოტორ შოუზე შედგა. ავტომობილი 24 კილოვატი ტევადობის ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკითაა აღჭურვილი, რომელში დაგროვილი ენერგიაც, მხოლოდ 150 კილომეტრის გავლას ჰყოფნის. ადგილიდან ასის ასაკრეფად, 11 წამია საჭირო, მაქსიმალური სიჩქარე კი 130 კმ/სთ-ს აღწევს. 220-ვოლტიანი შტეპსელიდან აკუმულატორის სრულად დასამუხტად, 8 საათია საჭირო.




ასევე წაიკითხეთ

გორდონ მარი ავტოინდუსტრიაში რევოლუციას ამზადებს

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7622.html


„ლოტუს უორლდ ქარ კონცეპტ“ - ძალიან იაფი და ეკონომიური

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_13.html


No comments:

Post a Comment