Friday, July 20, 2012

„ლოტუსმა“ შესაძლოა გერმანიაში ორმაგი DRS არ გამოიყენოს


Lotus unlikely to race double DRS system in the German Grand Prix
20 ივლისი
ჰოკენჰაიმზე, გერმანიის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზე, „ლოტუსმა“ პირველად გამოიყენა ეგრეთ წოდებული ორმაგი DRS, რომლის პიონერიც „მერსედესია“. თუმცა უამინდების გამო, ამ სისტემის რეალური ტესტირება შეუძლებელი გახდა, რის გამოც, გუნდი კვალიფიკაციასა და რბოლაში მის გამოყენებაზე ორჭოფობს.

სისტემა კიმი რაიკონენის მანქანაზე იყო დაყენებული. თავისუფალ პრაქტიკებზე, „ლოტუსი“ საჭირო ტელემეტრიული მონაცემების მიღებას და შემდგომ, მათს ანალიზს გეგმავდა, მაგრამ ეს არ მოხერხდა. ამიტომ, გუნდის შეფი ერიკ ბუიე თვლის, რომ მისი გამოყენებისგან თავის შეკავება სჯობს.
უნდა ითქვას, რომ ამ სისტემის გამოყენებას, „ლოტუსი“ არდადეგების შემდეგ აპირებდა, მაგრამ კომპიუტერული სიმულაციის დროს გამოჩნდა, რომ ის კარგად იმუშავებს. სწორედ ამიტომ გადაწყდა გერმანიაში მისი გამოცდა. მაგრამ საიმედობაზე ტესტების გარეშე, სისტემის გამოყენება გუნდს არ სურს.
ბუიე თვლის, რომ უმჯობესია, ორივე მანქანამ ქულები მოიპოვოს, ვიდრე შეუმოწმებელი სისტემის გამო, ფინიშს ვერ მიაღწიოს. თავისუფალ პრაქტიკებზე სწორედ საიმედობაზე ტესტები იგეგმებოდა. „ლოტუსმა“ ამ სისტემის შემუშავება მაშინვე დაიწყო, რაც სამქიმიანების ანალოგიური სისტემა რეგლამენტის დარღვევად არ ჩაითვალა. „ლოტუსის“ ორმაგი DRS სისტემის მუშაობის პრინციპი, მერსედესის სისტემის მსგავსია.
„სეზონის დასაწყისშ ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ეს სისტემა არალეგალურია. მაგრამ FIA-მ (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ) ასე არ ჩათვალა და როგორც კი ამის დასტური მივიღეთ, მაშინვე საკუთარი სისტემის შემუშავება დავიწყეთ. ჩვენი სისტემის მუშაობის პრინციპი იგივეა“, - ყვება ბუიე.
ჟურნალ „ავტოსპორტის“ კითხვაზე, პრაქტიკებზე რაიკონენის მანქანას ამ სისტემის წყალობით რაიმე უპირატესობა ჰქონდა, თუ არა, ბუიემ უპასუხა: „ჯერ არ ვიცით. ჩვენ მეტი დრო გვჭირდება ტრასაზე. სამწუხაროდ, აქ ტესტირებისთვის შესაფერისი ამინდი არ დაგვხვდა. ამიტომ სხვა რამეები ვცადეთ. როცა სიახლეს ნერგავ, ის ყოველმხრივ უნდა შეისწავლო. მაგრამ როცა ასეთ ამინდში გიწევს რბოლა, ამით ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებ. სულ სხვაა, როცა ტრასა მშრალია“.



ასევე წაიკითხეთ

”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია



No comments:

Post a Comment