Sunday, August 19, 2012

„ფოლკსვაგენი“ ფ1-ში დებიუტს 2015 წელს გეგმავს

FIA aware of VW's F1 foray plans for 2015
19 აგვისტო
როგორც გერმანული პრესა იუწყება, „ფოლკსვაგენი“ ფორმულა ერთში დებიუტს 2015 წელს გეგმავს. ახლახანს „ზაუბერის“ მფლობელმა პეტერ ზაუბერმა განაცხადა, რომ ჟენევის მოტორ შოუზე, გერმანული ავოგიგანტის მთავარ აღმასრულებელ მარტინ ვინტერკორნს შეხვდა. მაგრამ საუბრის თემა არ დაუკონკრეტებია.
მოგვიანებით, შვეიცარიული საჯინიბოს მთავარმა აღმასრულებელმა მონიშა კალტენბორნმა განაცხადა, რომ აღნიშნულ შეხვედრას გაგრძელება არ ჰქონია. მაგრამ პრესაში მუსირებს ინფორმაცია, რომ „ფოლკსვაგენი“ ფორმულა ერთში „ზაუბერთან“ ერთად შესვლას გეგმავს, გუნდთან, რომელმაც სამი სეზონი „ბეემვესთან“ ერთად გაატარა.
უფრო მეტიც, „შპორტ ბილდი“ გვატყობინებს, რომ FIA-მ (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) უკვე მიიღო „ფოლკსვაგენის“ შეტყობინება, რომელშიც გერმანული კომპანია თავის გეგმებს ამცნობს. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ გერმანული კომპანია ჩინეთის, ამერიკის და ბრაზილიის ბაზრებზე პოზიციების გამყარებას ცდილობს და ფ1-ში ასპარეზობა, ამ საქმეში ძლიერ დაეხმარება.
უფრო მეტიც, „შპორტ ბილდი“ იუწყება, რომ გერმანული კომპანიისთვის „ზაუბერთან“ თანამშრომლობა მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რის შემდეგაც, ვოლფსბურგელები საკუთარი გუნდით ასპარეზობას გეგმავენ. ამისათვის კი „პორშეს“ მოტორსპორტის ცენტრს გამოიყენებენ, რომელიც გერმანიის ქალაქ ვაიზენახში მდებარეობს.


ასევე წაიკითხეთ:

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment