Ford Still Believes in Fiesta Even Though U.S. Sales Drop 25%, Focus up
31%
19 აგვისტო
ფოკუსი (წითელი) და ფიესტა |
ამერიკის ბაზარზე „ფიესტა“ ისეთი პოპულარობით ვერ
დაიკვეხნის, როგორითაც „ფოკუსი“, რისი მიზეზიც მარტივია - ამერიკელები პატარა
ავტომობილებს ჯერ ისევ ალმაცერად უცქერენ. მაგრამ ამის მიუხედავად, „ფორდი“
ამერიკული სუბკომპაქტური სეგმენტის დატოვებას მაინც არ აპირებს.
ამ წლის პირველ შვიდ თვეში ცისფერმა ოვალმა ამერიკაში
35 385 „ფიესტა“ გაჰყიდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის გაყიდვებზე (47 245) დაახლოებით
25.4 პროცენტით ნაკლებია. ამგვარად „ფიესტა“, რომელიც ევროპაში და დანარჩენ
მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამერიკაში „ფორდის“ ყველაზე ნაკლებად
პოპულარული ავტომობილია (არ ითვლება ქრაუნ ვიქტორია, რომლის წარმოებაც შეწყდა და
საპოლიციო ინტერსეპტორი).
მეორე მხრივ, კომპაქტური „ფოკუსის“ გაყიდვები, მარტო
ივლისში იმავე ამერიკაში 31 პროცენტითაა (147 877) გაზრდილი. მაგრამ ამის
მიუხედავად, „ფორდის“ ამერიკული შტოს გაყიდვების ანალიტიკოსი ერიხ მერკლე ამბობს,
რომ კომპანიის ბიზნესში ორივე მოდელს თანაბრად მნიშვნელოვანი ადგილი აქვს.
„პატარა
ავტომობილების სეგმენტი, მათი ზომებიდან გამომდინარე, ავტო ინდუსტრიაში უდიდესია.
და ამიტომ, ორივე მოდელისთვის მასში დიდი ადგილია“, - ბლუმბერგთან საუბრისას
განაცხადა მერკლემ. მისივე თქმით, გლობალური მასშტაბით, „ფიესტა“ მეორე ყველაზე
უკეთ გაყიდვადი ავტომობილია „ფოკუსის“ შემდეგ. მერკლეს თქმით, საწვავზე ფასების
არასტაბილურობის და ზრდის ტენდენციის გამო, „ფიესტას“ გაყიდვები აუცილებლად გაიზრდება.
ასევე წაიკითხეთ
„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html |
No comments:
Post a Comment