Thursday, August 2, 2012

„ფორდის“ 1.0-ლიტრიან „ეკობუსტს“ ცხენის ძალები მოემატა


Superchips Gives Focus 1.0-Liter EcoBoost 145 Hp
2 აგვისტო
ძრაის კონტროლის ელექტრონული სისტემის პროგრამის შეცვლით, ბრიტანულმა სატუნინგო კომპანია „სუპერჩიპსმა“,„ფორდის“ 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავი, რომელიც ახლახანს წლის საუკეთესო ძრავად აღიარეს, კიდევ უფრო დახვეწა და გააძიერა.

ამ ძრავს საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა ემსახურება და მას ამერიკული კომპანია თავის რამდენიმე ევროპულ მოდელზე, მათ შორის, „ფოკუსსა“ და „B-მაქსზე“ იყენებს. ოფიციალური მონაცემებით, ამ აგრეგატის სიმძლავრე 125 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 200 ნიუტონმეტრს აღწევს. სხვათა შორის, „სუპერჩიპსის“ დინამომეტრიულ სტენდზე, ძრავის სიმძლავრე 129 ცხენის ძალა დაფიქსირდა.
მას შემდეგ, რაც ბრიტანული კომპანიის სპეციალისტებმა, ძრავის მართვის სისტემაზე წაიმუშავეს, მისი სიმძლავრე 145 ცხენის ძალამდე (6169 ბრ/წთ-ზე) გაიზარდა, მაბრუნი მომენტი კი - 227 ნიუტონმეტრამდე (2656 ბრ/წთ-ზე) გაიზარდა. ამასთან, „სუპერჩიპსი“ ირწმუნება, რომ პროგრამის შეცვლის მიუხედავად, ძრავის ეკონომიურობის მაჩვენებელი არ შეცვლილა და როდსაც ის „ფოკუსზე“ დგას, 100 კილომეტრის გასავლელად ავტომობილს საშუალოდ ისევ 5.0 ლიტრი საწვავი ჰყოფნის.
„სუპერჩიპსის“ მიერ ძრავის მართვის ბლოკის დახვეწა 455 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 713 დოლარი, ან 580 ევრო) ღირს. ამ ფასში შესულია დამატებითი ღირებულების გადასახადიც. მისი დაყენება კი ყველა იმ ავტომობილზე შეიძლება, რომლებიც 1.0-ლიტრიანი „ეკობუსტითაა“ აღჭურვილი და ამერიკულმა კომპანიამ ევროპული ბაზრისთვის წელს გამოუშვა.


ასევე წაიკითხეთ

„ჰირიკო“ – დასაკეცი ელექტრომობილი

No comments:

Post a Comment