Thursday, August 2, 2012

„BAC მონო“ წვიმაში - საჭესთან კრის ჰარისი (ვიდეო)


BAC Mono slithers around in the wet with Chris Harris
2 აგვისტო
კრის ჰარისი მანქანების სახელოვანი გამომცდელია. არაერთ ავტორიტეტულ ჟურნალში მუშაობდა და ახლა თავად ატარებს ტესტების მოკლე სესიებს და შემდეგ, მათს ვიდეო ჩანაწერებს, რუბრიკით „კრის ჰარის ონ ქარს“ აქვეყნებს. ეს ის მესაჭეა, ვისი ნათქვამიც ფასობს და ამიტომ, მწარმოებლები თავად უწყობენ ხელს თავიანთი პროდუქციის გამოცდაში. მოკლედ, ეს რომ იტყვის, მანქანა კარგიაო, ესე იგი, კარგია და წყალი არ გაუვა!

ჰარისმა ახლახანს ნახევრად ღია ბორბლებიანი, ნახევრად სარბოლი ავტომობილი „BAC მონო“ როკინგემის ავტოდრომზე გამოსცადა. ტესტ-სესიამ წვიმიან ამინდში, გვარიანად დასველებულ ასფალტზე ჩაიარა. ჰარისს კარგი დრიფტ-სესია გამოუვიდა. ბოლოს კი აღიარა, რომ ესაა საუკეთესო მანქანა მათ შორის, რომლებითაც კი ოდესმე წვიმაში უვლია.
ცნობისათვის, „BAC მონო“ ბრიტანულმა კომპანია „ბრიგს ავტომოტივ კომპანიმ“ შექმნა. ავტომობილი ერთადგილიანია. მისი მზიდი სტრუქტურა ფოლადის თხელკედლიანი მილებისგან შეკრული კარკასია, რომელიც კარბონის კომპოზიტითაა გაძლიერებული. კარბონისგანვე მზადდება ავტომობილის ტანიც.
მის ბაზაში „კოსუორტის“ წარმოების 2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავია განლაგებული, რომელიც 280 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავთან 6-საფეხურიანი სეკვენტალური კოლოფია შეწყვილებული. ამ აღჭურვილობის წყალობით, 540-კილოგრამიანი ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 2.8 წამში ასწრებს, 160 კმ/სთ სიჩქარის გასავითარებლად 6.7 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 274 კმ/სთ-ს აღწევს.
რაც შეეხება ფასს, „BAC მონო“ 130 000 დოლარი ღირს.

ვიდეო


ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html 

No comments:

Post a Comment