2 აგვისტო
ინდური ბაზრისთვის „რენო“ სრულიად ახალსა და ძალიან
პატარა, ჰეჩბეკ „პულსზე“ (ფოტოზე) მომცრო ავტომობილს ამზადებს, 800 კუბური
სანტიმეტრი მოცულობის ძრავით მინიატურული ძრავით აღიჭურვება და კონკურენციას „ტატა
ნანოს“, მსოფლიოს უიაფეს ავტომობილს, ასევე „ჰიუნდაი ეონს“ და „მარუტი სუძუკი
ალტოს“ გაუწევს.
რაც შეეხება ფრანგული კომპანიის ახალ ავტომობილს,
მისი შემუშავება პირველ რიგში, 0.8-ლიტრიანი ძრავის შექმნით დაიწყო. ამ ძრავის
მთავარი ღირსება, ეკონომიურობა იქნება. ამასთან, პროექტის შემუშავებას
ხელმძღვანელობს ჟერარ დეტურბე, ადამიანი, ვინც დაბალფასიანი ბრენდების
სპეციალისტად ითვლება.
ჯერჯერობით
ძნელი სათქმელია, A სეგმენტის იაფფასიანი ავტომობილი თავის ნაწილებს „რენოს“ და „ნისანის“
ჩვეულებრივ (არაიაფ) მოდელებსაც გაუზიარებს, თუ არა.
ასევე წაიკითხეთ
„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html |
No comments:
Post a Comment