2 აგვისტო
„ჰიუნდაის“ ამერიკულ შტოს ივლისში რეკორდული
გაყიდვები ჰქონდა. კორეულმა კომპანიამ სულ 62 021 ავტომობილი გაჰყიდა, რაც მისთვის
ივლისის საუკეთესო შედეგია. წინა წლის ივლისთან შედარებით, კომპანიამ გაყიდვები 9.5
პროცენტით გაზარდა.
„ჩვენი კომპანიისთვის ივლისი მორიგი წარმატებული
თვეა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ძირითადი მოდელების - „აქცენტის“, „ელანტრას“
და „სონატას“ მიწოდების საქმეში გარკვეული პრობლემები გვაქვს. ჩვენს დილერებს
საშუალოდ 27-დღიანი მარაგი აქვთ, რაც ყველა სხვა ბრენდის შესაბამის მაჩვენებლებზე
ნაკლებია და თითქმის ორჯე ნაკლებია, ვიდრე ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელი“, -
ამბობს „ჰიუნდაის“ ვიცე პრეზიდენტი დეივ ცუხოვსკი, ვინც კორეული კომპანიის გაყიდვების
დპარტამენტს ხელმძღვანელობს.
მისივე
თქმით, ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ „ჰიუნდაის“ ამერიკაში შემდგომი განვითარების
სოლიდური პოტენციალი აქვს. ის იმედოვნებს, რომ აღებული ტემპი აგვისტოშიც შენარჩუნდება.
ამის პოტენციალს კი ახალი „სანტა ფეს“ მიწოდების დაწყება იძლევა.გარდა ამისა,
სოლიდური მოთხოვნაა ისეთ მოდლებზე, როგორებიცაა „ველოსტერ ტურბო“, „ელანტრა GT“
და „ელანტრა კუპე“.
ასევე წაიკითხეთ
„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html |
No comments:
Post a Comment