Thursday, August 2, 2012

ახალი, რადიკალურად განსხვავებული „კოროლა“ სადებიუტოდ ემზადება

2014 Toyota Corolla Coming. Will Be Radically Different
2 აგვისტო
ორი წელიც და „ტოიოტა“ ახალ „კოროლას“ გაყიდვებს დაიწყებს. ამ ავტომობილს ბევრი სარეცხ მანქანას ადარებს - მარტივია, გამძლე და იმავდროულად, უემოციოც. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ „ტოიოტას“ ბესტსელერი მაინც ისაა, თანაც გლობალური მასშტაბით. და წარმოიდგინეთ, რა პოპულარული გახდება, უფრო დახვეწილი დიზაინიც რომ ჰქონდეს...
ინტერნეტ გამოცემა „უორდს აუტოსთან“ საუბრისას, „ტოიოტას“ წარმომადგენლებმა, ვინც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, განაცხადეს, რომ შემდეგი თაობის „კოროლა“, რომელიც პირველად მერმისს გამოჩნდება, სრულიად შეცვლილი და რაც მტავარია, დახვეწილი გარეგნობით მიიზიდავს პოტენციურ მყიდველს.
უფრო მეტიც, „ტოიოტას“ და „საიონის“ ბრენდების გენერალური მენეჯერი ბილ ფეი აცხადებს, რომ ახალი „კოროლა“ უფრო ძლიერ შეიცვლება, ვიდრე „ავალონი“ (ფოტოზე). მეოთხე თაობის სრულგაბარიტიან სედან „ავალონის“ გაყიდვები წელს დაიწყო. ეს ავტომობილი თავისი გარეგნობით გამოირჩევა და როგორც ჩანს, „ტოიოტას“ ახალი კორპორატიული სტილის პირველი მერცხალია.
სხვათა შორის, ახლანდელი „კოროლა“ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ შეცვლის დრო მოუვიდა, მაინც ძალიან კარგად იყიდება - შარშანდელთან შედარებით, 11 პროცენტით მეტია გაყიდული. თუმცა, ამის მიუხედავად, ის მაინც აუცილებლად შეიცვლება.

ასევე წაიკითხეთ

„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html

No comments:

Post a Comment