Tuesday, August 28, 2012

„ნისანმა“ შემდეგი თაობის GT-R-ს მწვანე შუქი აუნთო


Next-Generation Nissan GT-R Gets Green Light, Coming in 2018
28 აგვისტო
ამასწინათ, სამწუხარო ამბავი გაუწყეთ, რომელშიც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ შესაძლოა, „ნისანმა“ ეს შესანიშნავი ავტომობილი აღარ განაახლოს. მაგრამ როგორც ჩანს, საღმა აზრმა გაიმარჯვა და იაპონურმა კომპანიამ, მეორე თაობის „გოძილას“ (ასე ხშირად მოიხსენიებენ GT-R-ს) წარმოება მაინც გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ახლანდელი GT-R სუფთა ფურცლიდან შეიქმნა. პირვანდელი ვარაუდით, თუ მისი მეორე თაობის წარმოება გადაწყდებოდა, ის წინამორბედის ბაზაზე დამზადდებოდა და ბაზარზე 2015 წელს გამოვიდოდა. მაგრამ ახალი ინფორმაციით, ახალი GT-R-ის პრემიერა 2018 წელს შედგება. ამ ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა „ინსაიდ ლაინი“ ავრცელებს, რომლის რეპორტიორებმაც ახლახანს ქალაქ აცუგიში „ნისანის“ კვლევებისა და განვითარების ცენტრი მოინახულეს.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომლის გამოც, ბაზარზე ახალი GT-R-ის გამოსვლა გადაიდო, მისი მთავარი ინჟინრის, კაძუტოში მიძუნოს ავადმყოფობა იყო. მაგრამ მან პრობლემები მოაგვარა და კომპანიას დაუბრუნდა. შესაბამისად, მეორე თაობის GT-R-ზე მუშაობაც განახლდა.
არსებობს ვარაუდი, რომ ახალი GT-R, შიდაწვის ძრავების გარდა, ჰიბრიდული სისტემითაც აღიჭურვება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ „ჰონდას“ და მისი შვილობილი „აკურას“ უახლესი NSX ასევე ჰიბრიდულ ძალურ დანადგარს მიიღებს. ჰონდა იმუქრება, რომ ახალი NSX-ით, „გოძილას“ ნურბურგრინგის“ რეკორდს ჩამოართმევს. ეს კი „ნისანში“ არავის აწყობს...
და სანამ ახალი GT-R-ს გაგვაცნობს, „ნისანი“ ახლანდელი, ძალიან პოპულარული „გოძილას“ არაერთ ვერსიას შესთავაზებს მყიდველს. მათგან ერთ-ერთი პირველი, ბაზარზე მერმისს გამოვა. ეს ავტომობილი კონკურენციას „პორშე 911 ტურბოს“ გაუწევს.


ასევე წაიკითხეთ

”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია

No comments:

Post a Comment