Tuesday, August 28, 2012

დი მონტეძემოლო „ფერარის“ რეკორდულ გაყიდვებს და მოგებას მოელის

Montezemolo predicts record Ferrari sales, profit this year
28 აგვისტო
„ფერარის“ შეფმა ლუკა დი მონტეძემოლომ განაცხადა, რომ ევროპაში გაჭიანურებული კრიზისის, ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებისა და ამერიკაში ახალი კრიზისის დაწყების შიშის მიუხედავად, მისი კომპანიის სუპერ ავტომობილებზე მოთხოვნა მაინც იზრდება. „ბოლო მონაცემებით, რომლებიც გამაჩნია, ეს წელი, ჩვენთვის გაყიდვების მხრივ, რეკორდული იქნება“, - გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას განაცხადა დი მონტეძემოლომ.
შარშან იტალიურმა კომპანიამ რეკორდულად ბევრი ავტომობილი (7195 ცალი) გაჰყიდა, საოპერაციო მოგებამ კი 321 მილიონ ევროს მიაღწია. ყოველ ავტომობილზე მოგების მარჟამ 14 პროცენტს მიაღწია. მაგრამ წლევანდელი წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ეს შედეგები ალბათ გაუმჯობესდება. კერძოდ, უკვე გაყიდულია 3664 ავტომობილი, რაც შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე დაახლოებით 7 პროცენტით მეტია. აქედან გაყიდვების ნახევარზე მეტი აშშის ბაზარზე მოდის.

66 პროცენტით არის გაზრდლი V12 ძრავებით აღჭურვილი ავტომობილების (ყველაზე ძვირის) გაყიდვები. ამის წყალობით, კომპანიის საოპერაციო მოგება 13 პროცენტით, ანუ 152 მილიონი ევროთია გაზრდილი. დი მონტეძემოლო იმედოვნებს, რომ ფორმულა ერთის ახალი ძრავების შემუშავებისთვის გაღებული უზარმაზარი ხარჯის მიუხედავად, მის კომპანიას მაინც რეკორდული მოგება ექნება.
„ისეთი პატარა კომპანიისთვის, როგორიც ჩვენია, ფ1-ის ახალი ძრავების შემუშავება მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს“, - კუპე „F12 ბერლინეტას“ წარდგენისას განაცხადა დი მონტეძემოლომ. როგორც ცნობილია, 2014 წლის სეზონიდან, ფ1 2.4-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავებიდან, 1.6-ლიტრიან ტურბო V6-ზე გადადის და ძრავების მიმწოდებლები ამის გამო, თადარიგს რამდენიმე წლით ადრე იჭერენ. როგორც წესი, ფ1-ის ახალი ძრავის შემუშავება, 40-60 მილიონი ევრო ჯდება და ამ პროცესს რამდენიმე წელი სჭირდება.
რაც შეეხება „F12 ბერლინეტას“, ის 6.2-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 740 ცხენის ძალას იძლევა. მარანელოელები ამ ავტომობილს მხოლოდ 800 ცალს დაამზადებენ, თითოეული მათგანი კი 274 400 ევრო ეღირება. ამ ავტომობილის გაყიდვები ევროპაში სექტემბერში დაიწყება, ამერიკაში კი მას მოგვიანებით შეიტანენ.


ასევე წაიკითხეთ

”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია

No comments:

Post a Comment