28 აგვისტო
„ლამბორგინი გალარდო“ ბაზარზე 2003 წლიდანაა.
იტალიური კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილს მალე 10 წელი შეუსრულდბა და ეს,
თუნდაც სუპერ ავტომობილისთვის, ძალიან ბევრია. მას შეცვლა სჭირდება და რა თქმა
უნდა, სანტ’აგატა ბოლონეზეში ამაზე ზრუნავენ. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი „გალარდო“
ბაზარზე მომავალი წლის ბოლოს უნდა გამოჩნდეს.
„პორშეს“ სახელოვანი სპორტული წარსული აქვს და მისი
ყველა ავტომობილი (თუნდაც არასპორტული დანიშნულების) სპორტულობას განსაკუთრებულ
ხარკს უხდის. კომპანიის სპეციალისტები კი უმნიშვნელო დეტალებსაც კი განსაკუთრებულ
ყურადღებას უთმობენ, რაც საბოლოო პროდუქტის უმაღლეს ხარისხში აისახება. ამასთან,
გერმანული კომპანია თამამად ნერგავს ახალ ტექნოლოგიებსაც. ასე იქნება ამ
შემთხვევაშიც: ახალ „გალარდოზე“ უხვად გამოიყენებენ კარბონის კომპოზიტს და
ალუმინის შენადნობებს, რისი წყალობითაც, ახალი პლატფორმა და მასზე დაფუძნებული
ყველა ავტომობილი, მათ შორის ახალი „გალარდოც“, წინამორბედზე მსუბუქი იქნება.
ავტომობილის ბაზაში მოექცევა V10 ატმოსფერული
ძრავი, რომელსაც ორქუროიანი რობოტიზებული კოლოფი დაუკავშირდება. ეს კოლოფი
მექანიკურსა და ავტომატურ კოლოფებს ჩაანაცვლებს. ამასთან, „ლამბო“ მყიდველს ასევე
შესთავაზებს როგორც უკანა, ასევე სრულამძრავიან ავტომობილებს და ვერსია „სუპერლეგარას“
(ზემსუბუქი). ეს ვერსიები დამზადდება როგორც კუპეს, ასევე ღიაძარიან (სპაიდერი) „გალარდოებზე“.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment