30 აგვისტო
ფერნანდო ალონსო დარწმუნებულია, რომ ბელგიაში
წვიმიანი რბოლა მას უკეთეს პირობებში ჩააყენებს და გამარჯვებისთვის ბრძოლის
საშუალებას მისცემს. მართალია, ალონსო 40 ქულას უგებს მეორეზე მყოფ მარკ უებერს,
მაგრამ ესპანელი აღიარებს, რომ ასეთ სოლიდურ ლიდერობას გარემოებათა წყალობით
მიაღწია და რომ მისი მანქანა არაა პელოტონში უსწრაფესი. და რომ წვიმა მისი ყველაზე
საიმედო მოკავშირეა.
„როდესაც შენი მანქანა კონკურენტუნარიანია, მაშინ
მშრალ ამინდში რბოლა უკეთესია. როდესაც სწრაფი ხარ, მაშინ 99 პროცენტით
გარანტირებული გაქვს კვარცხლბეკზე ასვლა. ეს კი ჩვენთვის კარგი შედეგი იქნება.
მაგრამ თუ კონკურენტუნარიანები არ ვიქნებით, მაშინ ჩემი აზრით, წვიმა დამეხმარება,
რადგან საბურავის არჩევაში შეიძლება გაგიმართლოს, ან დროულად შეცვალო რეზინი.
ჯერჯერობით არ ვიცი, რა უკეთესი იქნება ჩემთვის, მაგრამ თუ წინა რბოლებს
გადავხედავ, აშკარაა, რომ წვიმა ჩემი მოკავშირეა ხოლმე“, - ამბობს ალონსო.
ამასთან, ის დასძენს, რომ წვიმაში რბოლა მეტი
საფრთხის შემცველია, რადგან სველ ტრასაზე შეცდომის დაშვება ადვილია. არ ჩანს
ზოლები, კერბი, საბურავი ხშირად გზის საფარს ვერ წვდება და ცურავს. ამიტომ,
სისველეში რბოლას როგორც უპირატესობის მოატანა, ასევე ყველაფრის წართმევა შეუძლია.
მის ლიდერის პოზიციაში, ახლა მთავარი რბოლების დასრულება და რაც შეიძლება მეტი
ქულის მოპოვებაა. წვიმაში მეტი რისკია, მაგრამ ამ მხრივ, ყველა თანაბარ პირობებში
იმყოფება. ესპანელი ასევე დასძენს, რომ არდადეგები ნამდვილი შვება იყო:
„სასიამოვნო იყო ცოტა ხნით ფ1-დან გამოთიშვა. ცოტა
დავისვენეთ და ახლა 100 პროცენტით საბრძოლო მზადყოფნაში ვართ. ევროპის გარეთ შვიდი
ეტაპი გვექნება. ესაა დროის ხშირი გამოცვლა, ბევრი მგზავრობა და გადაღლა. ამიტომ,
ეს არდადეგები ყველასთვის მისწრება იყო“.
ასევე წაიკითხეთ:
ქართული ავტოსპორტი
http://autopanoramaf1.blogspot.com/search/label/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98
და
No comments:
Post a Comment