მომავალ სეზონში ფ1-ის ერთ ეტაპს ნიუ იორკმა უნდა
უმასპინძლოს (ჯერ სათუოა). დიდი ვაშლის ქუჩებში დიდი პრიზების ქარავანი პირველად
ახმაურდება. „რედ ბულმა“ კი იქაური გზები ახლავე გასინჯა, რისთვისაც ოკეანის
გაღმა, თავისი შოუ ჯგუფი და მასთან ერთად, დევიდ კულტჰარდი მიავლინა.
კულტჰარდმა შარშანდელი ბოლიდით (RB7)
დასავლეთ ნიუ იორკის და ნიუ ჯერსის ქუჩებში გაიგრიალა. ამ ვოიაჟის ერთ-ერთი
გამორჩეული მომენტი ლინკოლნის სახელობის გვირაბში გავლა იყო. რა თქმა უნდა,
გვირაბი სპეციალურად დაახარიელეს, მაგრამ იქაურობას RB7-ის
ძრავის ღრიალის ექო დიდხანს „დაამახსოვრდება“.
შეგახსენებთ, რომ ბერნი ეკლსტოუნმა ეჭვი გამოთქვა
ნიუ იორკში მერმისს რბოლის ჩატარებასთან დაკავშირებით და ივარაუდა, რომ ამერიკის დიდ
პრიზს 2014 წლის კალენდარში შეიტანს...
ვიდეო
ასევე წაიკითხეთ:
ქართული ავტოსპორტი
http://autopanoramaf1.blogspot.com/search/label/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98
და
No comments:
Post a Comment