30 აგვისტო
„სუძკიმ“ უგზოობის პოპულარულ მოდელ „გრანდ ვიტარას“
(იგივე ესკუდოს) ოდნავ სახეშეცვლილი ვერსიის ევროპული ვარიანტის პრემიერა მოსკოვის
საერთაშორისო ავტო სალონზე ჩაატარა. მანამდე, იაპონურმა კომპანიამ იგივე
ავტომობილი შინაურ ბაზარზე წარადგინა.
ახალი ავტომობილი წინამორბედისგან კოსმეტიკური
ცვლილებებით განსხვავდება. შეცვლილია ინტერიერის დიზაინი. ჩატარებული სამუშაოების
მთავარ მიზანს, მოძველებული მოდელის (2005 წლიდანაა ბაზარზე) გაახალგაზრდავება წარმოადგენდა.
დაიხვეწა რადიატორის ბადის და წინა ბამპერის ფორმები, შეიცვალა წინა ფარების,
ასევე ალუმინის 17 და 18-დუიმიანი ბორბლების დიზაინი.
ცვლილებებია ინტერიერშიც. კერძოდ, სამ და ხუთკარიან
მოდიფიკაციებზე, სავარძლები და კარის ელემენტები, განსხვავებული გადასაკრავებითაა
შემოსილი. ძარის შესაღებად ამიერიდან ორ ახალ ფერს (ბიზონ ბრაუნ პერლ მეტალიკ 2 და
გაია ბრონზ პერლ მეტალიკ) გამოიყენებენ. ისე კი, „გრანდ ვიტარასთვის“ ცხრა ფერია
გათვალისწინებული.
ახალ გრანდ ვიტარას სალონის აღჭურვილობაში ასევე
შევიდა მულტიმედიური სისტემა, რომლის მთავარი ნაწილია 6.1-დუიმიანი სენსორული
მონიტორი. მასში ასევე შედის „გარმინის“ სანავიგაციო სისტემა, რომელსაც ხმოვანი
მართვის ფუნქციაც გააჩნია, მპ3-სისტემა, ბლითუთი და USB-პორტი
და სხვა.
რაც
შეეხება ძრავების გამას, ამ მხრივ, ყველაფერი უცვლელია. მასში ისევ ბენზინის სამი
ძრავი შედის, რომელთა მუშა მოცულობა 1.6, 2.0 და 2.4 ლიტრია, მაქსიმალური
სიმძლავრე კი შესაბამისად - 106, 140 და 169 ცხენის ძალა.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment