Thursday, August 30, 2012

„მაკლარენი“: ბატონი შეიძლება ჰამილტონს დავახმაროთ

McLaren admits Jenson Button could be asked to support Lewis Hamilton's title bid
30 აგვისტო
„მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში აღიარებს, რომ თუ ლუის ჰამიტლონს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში თანაგუნდელის დახმარება დასჭირდება, ჯენსონ ბატონს ამ დახმარების გაწევას აუცილებლად სთხოვენ. თუმცა, იქვე დასძენს, რომ ამ ეტაპზე, ბატონს არანაირი შეზღუდვა არ აქვს და მას ფინიშთან ჰამილტონზე ადრე მისვლა თავისუფლად შეუძლია.

11 ეტაპის შემდეგ, ბატონს 76 ქულა აქვს და 31 ქულით ჩამორჩება ჰამილტონს, რომელიც თავის მხრივ, 47 ქულას აგებს ჩემპიონატის ლიდერ ფერნანდო ალონსოსთან. მართალია, საყოველთაო აღიარებით, „მაკლარენს“ უსწრაფესი მანქანა ჰყავს, მაგრამ გუნდმა სეზონის პირველ ნახევარში ვერ შეძლო მასზე „პირელის“ ახალი საბურავცების ხეირიანად მისადაგება და ამიტომ, მანქანის პოტენციალიც სრულად ვერ გამოიყენა.

„შესაძლოა, სეზონის ბოლოს დადგეს მომენტი, როდესაც ჰამილტონს ბატონის დახმარება დასჭირდება, მაგრამ ამაზე ჯერ ლაპარაკი ადრეა, რადგან წინ 9 რბოლა გვაქვს, რომლებშიც 25 ქულის მიღება შეიძლება და ამიტომ, ბევრი რამ შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. დიდი სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ერთ მრბოლს მეორის დახმარებას სთხოვ“, - ამბობს უიტმარში.
ის დასძენს, რომ ბელგიაში ორივეს გამარჯვების თანაბარი შესაძლებლობა ექნება და რომ გუნდი მათ კიდევ რამდენიმე ეტაპზე არაფერს მოსთხოვს. უიტმარში თვლის, რომ გერმანიისა და უნგრეთის ეტაპების შემდეგ, ბატონის კრიზის შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მრბოლისგან ჯერაც ბევრი რამაა მოსალოდნელი.
„სპაში ორივე მრბოლი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ჯენსონმა არდადეგებამდე კარგად იასპარეზა. ის ძალიან ინტელიგენტური მრბოლია და ვთვლი, რომ ჯერ შანსი აქვს. ალბათ რამდენიმე რბოლის შემდეგ გვეცოდინება, როგორ უნდა მოვიქცეთ. მას გამარჯვება შეუძია, მას და ლუისს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, თუმცა ამის მიუხედავად, ჯენსონი ეცდება, რომ ის სპაზე დაამარცხოს“, - დასძენს უიტმარში.


ასევე წაიკითხეთ:
ქართული ავტოსპორტი
http://autopanoramaf1.blogspot.com/search/label/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98 

და

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment