17 აგვისტო
პებლ ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია) ელეგანტურობის
კონკურსის დაწყებამდე, მედიასთან შეხვედრისას, „კადილაკმა“ თავისი ახალი
კონცეპტუალური ავტომობილის ორი ფოტო ტიზერი, სულ რამდენიმე წამით წარადგინა. გამოცემა
„ავტონიუსის“ ჟურნალისტის კითხვაზე, კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ
ესაა კონცეპტუალური ავტომობილი, რომელსაც მისი კომპანია მომავალ წელს გვიჩვენებს.
გამოცემის კითხვაზე, ლაპარაკი ხომ არაა „კადილაკის“
გეგმებზე, წარმოადგინოს ფლაგმანური, სრულგაბარიტიანი სედანი, რომლითაც
კონკურენციას „ბეემვეს“ მე-7 სერიასა და „მერსედეს-ბენცის“ S-კლასს გაუწევს, დინმა
პასუხის გაცემისგან თავის შეკავება ამჯობინა.
არადა, ცნობილია, რომ „კადილაკს“ ფლაგმანთან
დაკავშირებით, სერიოზული გეგმები აქვს...
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment