Volkswagen denies 2015 F1 foray reports
23 აგვისტო
„ფოლკსვაგენმა“ უარყო გერმანულ პრესაში
გავრცელებული ინფორმაცია, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ გერმანული კომპანია ფორმულა
ერთის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას აპირებს.
ეს ინფორმაცია პირველმა „შპორტ ბილდმა“ გაავრცელა, რომლის
შესაბამისადაც 2015 წელს გერმანული კომპანია „ზაუბერის“ პარტნიორი გახდებოდა და
შვეიცარიულ გუნდს ძრავებით მოამარაგებდა. მომავალში კი ვოლფსბურგელები საკუთარი
გუნდის შექმნასაც აპირებდნენ, რომელიც „პორშეს“ ვაიზენახის მოტორსპორტის
ულტრათანამედროვე ცენტრში უნდა დაფუძნებულიყო.
იმავე ინფორმაციით, „ფოლკსვაგენმა“ თავისი გეგმები
უკვე გააცნო საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას (FIA), რომელიც დიდი პრიზების
ცირკში ავტომწარმოებლების ჩართვას მხოლოდ მიესალმება.
მაგრამ
გერმანული გიგანტის მარკეტინგის და კომუნიკაციების შეფმა შტეფან მოზერმა
გავრცელებული ინფორმაცია უარყო. „ამ საკითხზე ჩვენი ბოლო განცხადებიდან არაფერი
შეცვლილა. ამჟამად ჩვენ მთლიანად რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ მობილიზებული და
ფ1-ში ჩართვა ჩვენს გეგმებში ჯერ არ შედის“, - ინტერნეტ გამოცემა „მოტორსპორტ-მეგზინთანთან“
საუბრისას განაცხადა მოზერმა.
ასევე წაიკითხეთ:
No comments:
Post a Comment