Saturday, August 4, 2012

პეტრა ეკლსტოუნის ვარდისფერი „როლსი“


Petra Ecclestone Drives a Pink Rolls
4 აგვისტო
ასეთი მანქანის დანახვაზე ბევრმა ალბათ იფიქრა, რომ პერის ჰილტონმა მორიგი ახირება აისრულა და ახლა ვარდსფერი „როლს როისით“ დაგრიალებს. მაგრამ ასე არაა. ის ნაკლებად ცნობილ (თუმცაღა, ძალიან ცნობილი მამის შვილია) პეტრა ეკლსტოუნს ეკუთვნის.

პეტრა ახლა 23 წლისაა და გარდა იმისა, რომ დდამისივით, ხორვატ ყოფილ ფოტომოდელ სლავიცა ეკლსტოუნივით ლამაზია, მამამისის, ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა მფლობელ ბერნი ეკლსტოუნის სიმდიდრის ნაწილიც ეკუთვნის და ბუნებრივია, თავს ასეთი სათამაშოს ყიდვის უფლებასაც ადვილად აძლევს.
პირველად ის ახლახანს, ბევერლი ჰილზში დაუფიქსირებიათ, როდესაც შოპინგზე ყოფილა გამოსული თავისი ვარდისფერი „როლს როის გოსტით“. საერთოდ, ბრიტანული კოპმპანია ამაყად ირწმუნება ხოლმე, რომ თავის ისედაც ცოტა მყიდველს საგულდაგულოდ არჩევს ხოლმე. მაგრამ როგორც ჩანს, ამჯერად შემცდარა.
შარშან პეტრა ენტერპრენორ ჯეიმს სტანტზე გათხოვილა. ქორწილი რომში გადაუხდიათ და მაშინ მათს განკარგულებაში თეთრი „როლს როისი“ ყოფილა. საქორწინო ცერემონია სულ 18 მილიონი დოლარი დაჯდა. მერეწ ახლად დაქორწინებულები ლოს ანჯელესში გადასულან, სადაც პატარძალს დედიკომ უზარმაზარი სასახლე უყიდა. ეს სიამოვნება სლავიშას 85 მილიონი დოლარი დაუჯდა.
ისე, ადრე ამერიკაში ასეთი ტრადიციასავით იყო - თუ ვარდისფერი „კადილაკით“ გაივლიდი, ყველამ იცოდა, რომ პირველი მილიონი (რა თქმა უნდა, დოლარი) ნაშოვნი გქონდა...

No comments:

Post a Comment