Thursday, September 20, 2012

„მაკლარენი“ ახალ ბოლიდს ჰამილტონის პარამეტრებს უსადაგებს


McLaren designing 2013 car for Hamilton
20 სექტემბერი
„მაკლარენის“ ტექნიკური დირექტორი პადი ლოუ ამბობს, რომ მომავალი სეზონისთვის მანქანის მომზადება უკვე დაწყებულია და რომ მისი შექმნისას, ლუის ჰამილტონის ფიზიკური პარამეტრები გაითვალისწინეს. ლოუ იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ სეზონშიც მის გუნდში ჰამილტონი და ჯენსონ ბატონი იქნებიან.

„მომავალი სეზონისთვის მანქანას უკვე ვამზადებთ და მისი საბაზისო პარამეტრები ჰამილტონის მონაცემების შესაბამისად შევარჩიეთ. მანქანაზე მუშაობის დაწყებამდე სწორედ ის მივიღეთ მხედველობაში, რომ ისინი შემდეგ სეზონშიც ჩვენთან იქნებიან. ლუისის და ჯენსონის სახით, ჩვენ ფანტასტიური მრბოლები გვყავს და მათი შენარჩუნებით ძალიან დაინტერესებულნი ვართ“, - ამბობს ლოუ.
მაგრამ ის დასძენს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ „მაკლარენს“ ერთი პილოტის შეცვლა მოუწევს, მანქანის გადაკეთება უმოკლეს ვადაში მოესწრება. ინჟინრებს და დიზაინერებს ამის კარგი გამოცდილება აქვთ.
სხვათა შორის, იტალიაში გამარჯვების შემდეგ, ჰამილტონს უხასიათობა ეტყობოდა, რაც მიმომხილველებმა ხელზე დაიხვიეს და ეს გუნდიდან მისი წასვლის მოახლოებას დაუკავშირეს, მაგრამ თავად მრბოლმა ყველაფერი იმით განმარტა, რომ იტალიური რბოლის დღეებში, მის ოჯახს წუხილის დღეები ჰქონდა - მას დეიდა გარდაცვლია... სულ მასზე ვფიქრობდი და კარგ ხასიათძე როგორ უნდა ვყოფილიყავიო, - განაცხადა ჰამილტონმა და დასძინა, რომ ყოველივეს მიუხედავად, გამარჯვებამ დიდი სიხარული მოუტანა.


ასევე წაიკითხეთ

ქაჯაიას ჰეთ-თრიკი ნოგაროზე


No comments:

Post a Comment