1 სექტემბერი
სტიუარდთა გადაწყვეტილებით, პასტორ მალდონადო
ბელგიის დიდი პრიზის სტარტზე სამი ადგილით ჩამოქვეითდება. ამის მიზეზი კი ის გარემოება
გახდა, რომ კვალიფიკაციის პირველ სეგმენტში, მან ნიკო ჰულკენბერგი დაბლოკა.
ამგვარად, ვენესუელელი მრბოლი ასპარეზობას მე-6 პოზიციიდან დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაციის პირველი სეგმენტის
მსვლელობისასვე, სტიუარდებმა გამოაცხადეს, რომ ინციდენტს გამოიძიებდნენ. თავიანთი
გადაწყვეტილება კი კვალიფიკაციის პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ
გამოაქვეყნეს. ასე რომ, მალდონადო ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მესამეადგილოსნად
წარსდგა.
ამგვარად, მის მესამე ადგილს კიმი რაიკონენი
დაიკავებს, მოწინავე რიგში კი რა თქმა უნდა, ისევ ჯენსონ ბატონი და კამუი კობაიაშ
დადგებიან. წინ ასევე წაიწევენ სერხიო პერესი და ფერნანდო ალონსო. ამგვარად, მალდონადო
თავისი ძველი მეტოქის, ლუის ჰამილტონის სიახლოვეს დაიწყებს რბოლას. შეგახსენებთ,
რომ ამ ორ პილოტს შორის ინციდენტები ხშირად ხდება.
ცნობისათვის, პრესკონფერენციაზე მალდონადომ
განაცხადა, რომ კვალიფიკაციაზე მისი კარგი გამოსვლა უცილობლად მიანიშნებს „უილიამსის“
კარგ ფორმაში ყოფნას და რომ ეს გუნდი სეზონის მეორე ნაწილში გაცილებით კონკურენტუნარიანი
იქნება.
ბელგიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
2. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)
3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)
4. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)
6. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)
7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)
9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)
10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)
12. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)
13. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)
14. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)
15. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)
16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)
17. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)
19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)
20. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)
21. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)
23. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)
ასევე წაიკითხეთ:
ქართული ავტოსპორტი
http://autopanoramaf1.blogspot.com/search/label/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98
და
No comments:
Post a Comment